მართა ვაშინგტონი

მართა პარკ-ქასთის ვაშინგტონი (1731-1802 წლები) – დაბადების გვარი – დენდრიჯი,ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე გახლდათ.იგი პირველად 18 წლის დაქორწინდა – დანიელ პარკ კასტინზე,რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო.მათ თანაცხოვრებაში ოთხი შვილი შეეძინათ.1757 წელს,მეუღლის გარდაცვალების შემდგომ,საკმაოდ დიდი ფინანასების პატრონად იქცა.შესაბამისად,ეკონომიკურად ძლიერი ქვრივის იმიჯიც გააჩნდა.მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ,1759 წლის 6 იანვარს კვლავ დაქორწინდა.ამჯერად მისი ქმარი ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი – ჯორჯ ვაშინგტონი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ ვაშინგტონმა ამერიკის მიმართ ბრიტანული პოლიტიკის გამო,სამხედრო სამსახურზე უარი განაცხადა და აქტიურად ჩაერთო დამოუკიდებელი ამერიკისათვის ბრძოლაში.ქვენის სუვერენიტეტის მოპოვების შემდგომ მთელი თავისი ძალისხმევა პოლიტიკისაკენ მიმართა.მალევე ჩაერთო საპრეზიდენტო კამპანიასი.მართა დენდრიჯი სასტიკი წინააღმდეგი იყო ჯორჯ ვაშინგტონის გაპრეზიდენტებისა და იგი მის ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია.თუმცა შემდეგ მან ნათლად შეასრულა ყველა ის მოვალეობა,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის ეკისრებოდა.დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში,როდესაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობდა ამერიკულ შენაერთებს,მართა მას გვერდიდან არ შორდებოდა და თან დაჰყვებოდა მეუღლეს ყველა სამხედრო კამპანიის დროს.ჯორჯ ვაშინგტონის თხოვნით (პრეზიდენტობის შემდეგ),მართას სახელი მის სიცოცხლეშივე ეწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ სამხედრო ხომალდს.აქვე აღსანიშნავია,ის ფაქტიც რომ ჯორჯს და მართას თანაცხოვრებაში შვილი არ ჰყოლიათ,თუმცა მან მართას პირველი ქორწინებიდან შეძენილი ოთხივე შვილი ოფიციალურად იშვილა.მართა ვაშინგტონი გარდაიცვალა მაუნთ ვერნონში,მეუღლის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში.იგი დაკრძალეს 1802  წლის 22 მაისს.1831 წელს კი გადასვენებულ იქნა აკლდამაში თავისი მეუღლის გვერდით.1902 წელს მართა ვაშინგტონის პორტრეტი აღბეჭდეს ამერიკის საფოსტო მარკაზე.ცნობისათვის,ის პირველი მანდილოსანი იყო,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო მარკაზე იქნა აღბეჭდილი.ასევე მართა აღბეჭდილ იქნა ვერცხლის ერთდოლარიანზე,ხოლო მოგვიანებით 10 დოლარიან ოქროს მონეტაზეც კი. (ავტორი გენია.ჯი)