არისტარქე სამოსელი – “ეპიზოდი”
გენიალური ძვერბერძენი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და ასტრონომი - არისტარქე სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 310-230 წლები),გახლდათ ის პირველი ადამიანი,რომელმაც ჩამოაყალიბა და შემოგვთავაზა “მზის სისტემის ჰელიოცენტრული თეორია”.ასევე იგი იყო პირველი მეცნიერი,რომელმაც საჯაროდ განაცხადა,რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებდა და მანვე გამოთვალა პირობითი მანძილი დედამიწის დაცილებისა,მზესთან და მთვარესთან. (ავტორი გენია.ჯი) არისტარქე ამბობდა,რომ ზეცა – სფერო არ გახლავთ და შესაბამისად სამყაროც უასასრულოა.მიუხედავად არისტარქეს ასეთი თამამი განცხადებებისა,მის აღნიშნულ თეორემებზე,იმ დროისათვის ყურადღება არავის მიუქცევია.ეს ხდებოდა 1800 წლით ადრე,ვიდრე ნიკოლოლ კოპერნიკი არ დაამტკიცებდა იმას,რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზე იყო და დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავდა.მიუხედავად იმისა,რომ არისტარქემ “ჰელიოცენტრული თეორემა” ჩამოაყალიბა,”ჰელიოცენტრული სისტემის” საფუძვლების ჩაყრას,მაინც ნიკოლოზ კოპერნიკს მიაწერენ. (ავტორი გენია.ჯი)