ბერნარ ვერბერი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი თანამედროვე ფრანგი მწერალ-რომანისტი და ფილოსოფოსი - ბერნარ ვერბერი,თავისი შესანიშნავი რომანი-ტრილოგიით – “ჭიანჭველები”-ით ,გახდა ცნობილი.მას ამ ნაწარმოებმა უდიდესი პოპულარობა მოუტანა და მყარად დაუმკვიდრა ადგილი თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული,ბესტსელერად ქცეული რომანის წერა მწერალმა 1978 წელს დაიწყო და 1982 წლამდე 18-ჯერ გადაწერა იგი,რათა საბოლოო სახე მიეცა მისთვის.ბერნარმა ნაწარმოებზე მუშაობას საბოლოოდ 1991 წელს მორჩა და საერთო ჯამში მის დაწერასა და შესწორებას 12 წელიწადი შეალია.აღსანიშნავია ისიც,რომ – “ჭიანჭველები”,ავტორის ის პირველი რომანი გახლდათ,რომლითაც მან ლიტერატურულ სამყაროში შეაბიჯა.ამავე რომანის მოტივები კი 2000 წელს სათავედ დაედო კომპიუტერული თამაშების “Empire of the ants”-ის ვერსიების შექმნას. (ავტორი გენია.ჯი)
ბერნარ ვებერის რომანი – “ჭიანჭველები”