პლანეტა მარსის დროშა

პლანეტა მარსის სამფეროვანი დროშა – შექმნილ იქნა არაკომერციული ორგანიზაციის – „მარსიანული საზოგადოების მიერ” (Mars Society). მიუხედავად ამისა, აღნიშნული დროშა არაოფიციალური სტატუსის მქონე დროშად არის მიჩნეული დღემდე და შესაბამისად, მას არანაირი იურიდიული დატვირთვა არ გააჩნია.ამის მიზეზი კი,რიგი სახელმწიფოების მიერ კოსმოსური სივრცის შესახებ დადებული ხელშეკრულებაა,სადაც დევს პუნქტი,რომლის თანახმადაც ნებისმიერ ქვეყანას ეკრძალება ნებისმიერი კოსმოსური სხეულის მითვისება და მისი რომელიმე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებობა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით პლანეტა მარსის დროშა ფრიალებს სამეცნიერო-კვლევით სადგურზე კუნძულ დევონზე (კანადის არქიპელაგი).ასევე დროშა აღმართულია ამერიკის სხვა კვლევით ცენტრებში.კერძოდ იუტას შტატში არსებულ კოსმოსურ კვლევით-ცენტრში.აღსანიშნავია ისიც,რომ მარსის სამფეროვანი დროშა,გატანილ იქნა კოსმოსში ამერიკელი ასტრონავტის – ჯონ მეისომ გრანსფელდის მიერ 1999 წელს.დროშაზე დატანილი წითელი ფერი გამოხატავს თავად პლანეტა მარსის ფერს.ხოლო მწვანე და ლურჯი კი გამოხატავს კაცობრიობის მიერ კვლევების შემდგომ განვითარების ეტაპებს და შესაძლო ინფორმაციების სრულყოფილად მოძიებას,”წითელი პლანეტის” ირგვლივ.თავდაპირველი იდეა “მარსის დროშის” შექმნისა “NASA”-ს ცენტრის ინჟინერს – პასკალ ლის ეკუთვნის.აღნიშნული დროშა და მისი ფერების მნიშვნელობა,თავის ცნობილ ტრილოგიაში – “წითელი მარსი”,”მწვანე მარსი” და “ლურჯი მარსი”,ბაზირებული აქვს ცნობილ ამერიკელ მწერალ-ფანტასტს – კიმ სტენლის რობინსოსნს.  (ავტორი გენია.ჯი)