“ქვაბთახევის ტრაგედია”
“ქვაბთახევი” - XII-XIII საუკუნეების ის უნიკალური ქართული მონასტერია,რომელიც მდებარეობს ქართლში,კასპის რაიონის სოფელ წინარეხიდან 5 კილომეტრში,მდინარე კავთაურის სათავესთან.ქართველი ერისათვის სარწმუნოება მამულთან გაიგივებული მცნება ყოფილა ოდითგანვე.ჩვენი სამშობლოს ისტორიას არაერთი ფაქტი შემოუნახავს წინაპართა,როგორც საერო ასევე სასულიერო პირთა თავდადებისა და სიცოცხლის გაღებისა იმ წმინდა სალოცავის გადარჩენისთვის,რასაც “სამშობლო” ჰქვია.იმ სამსობლოს,რომელსაც ყოველი ქართველი ლოცვაში ისევე მოვიხსენიებთ,როგორც საკუთარ დედას,მამას,ცოლს,შვილებს და იმათ ვინც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომაა – რწმენა და სამშობლოს დიდი სიყვარული,ქართველთათვის ერთი და იგივე სინონიმებად რომ ქცეულან.ჩვენი ერის ისტორია,ერთი დიდი ტრაგედიაა,მხოლოდ იშვიათი გამონათებებით.ჩვენმა წინაპრებმა მოახერხეს ხელში ატაცებული საქართველო მომავალი თაობებისათვის სათუთად გადმოეცათ და მოახერხეს ისიც,რომ მიუხედავად უამრავი მტრისა არ აღგვილიყო პირისა და მიწისაგან,ისევე როგორც სხვა უდიდესი მსოფლიო ცივილიზაციები და ხალხები.”ქვაბთახევის ტრაგედიაც” ერთ-ერთი იმ ტრაგიკული ისტორიის ფურცელია ჩვენი სამშობლოსი,რომლითაც სავსეა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლები.საქართველოს მტერთა შორის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა – თემურლენგი (1336-1405 წლები).ეს სახელი ქართულად “კოჭლ თემურს” ნიშნავს და ასე იმიტომ დარრქვეს,რომ 1362 წლის ერთ-ერთ ბრძოლაში ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა.პირველად თემურლენგი საქართველოში 1386 წელს შემოიჭრა,აქედან მოყოლებული 1403 წლმდე იგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და მოაოხრეს თბილისი და “სრულიად სანახები ქართლისანი…ხოლო არა თუ ყოველთა კაცთა სრვა კმა ეყოთ,არამედ წმინდანი ეკლესიანიცა და მას შინა მყოფნი სამღვდელონი კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს მათ მიერ”, – წერს მემატიანე.დამპყრობლებმა ცეცხლითა და მახვილით განვლეს მთელი გზა ქვაბთახევამდე.”სადაცა განვლეს,დაწვეს და მოაოხრეს დაბანი და შენობანი”.ქვაბთახევის მონასტერში ამ დროს შეხიზნულნი იყვნენ “წმინდანი მღვდელნნი.მღვდელ-მონაზონნი,დიაკონნი,ფარჩოსანნი,გლახაკნი და უღონონი დავრდომილნი,და დედანი მონაზონნი,რომელნი მდგომ იყვნეს აზნაურთა და თავადთა ასულნი და დედანი”.
თემურლენგი მონასტერში შეიჭრა,იქ მყოფთ მოსთხოვა,ქრისტიანობაზე უარი ეთქვათ და მაჰმადიანობა მიეღოთ,თორემ ყველას წამებით ამოხდიდა სულს.ქართველებმა საოცარი სიმტკიცე გამოავლინეს,სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატს სიკვდილი ამჯობინეს. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ “რომელთა არა დაუტევეს სჯული ქრისტესი”,ხელ-ფეხი შეუკრეს და ღვთისმშობლის ეკლესიაში შეყარეს,შემდეგ როგორც კათალიკოსი ანტინ I ამბობს,”მოატანინა შესა და შეჰყრიდეს კარებთა და ფანჯრებთაგან,და დააზვინეს ძლიერად და მაღლად,და მერმე დასხმულჰყვეს ნავთი და შეუდვეს ცეცხლი და ალი იგი ცეცხლისა აღვიდოდა გუმბათით”.ქართველმა მამულიშვილებმა სამშობლოსა და სარწმუნოებას სიცოცხლე ანაცვალეს.ეს სამწუხაროდ ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა,ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტია,იმისა თუ რაით შესძლო ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ჩვენამდე მოეტანა საქართველო.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქვაბთახების გმირები წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღე 10 (23) აპრილია. (ავტორი გენია.ჯი)