“საინტერესო ფაქტები ცხოველებზე”
1. სიტყვა “დინოზავრი” ბერძნულ ენაზე – “საშინელ ხვლიკს” ნიშნავს.ეს სიტყვა პირველად 1841 წელს რიჩარდ ოუველმა გამოიყენა.
2. სტენოზავრს, ყველაზე პატარა ტვინი ჰქონდა. თავად 6 მეტრის სიგრძისა და თითქმის 2 ტონა წონისა იყო, ხოლო მისი ტვინი მხოლოდ მიწის თხილის ზომისა თუ იქნებოდა.
3. მთელი ცხოვრების მანძილზე ნიანგები და ალიგატორები, დაახლოებით 40-ჯერ იცვლიან კბილს.
4. კირკიტა (ბუს სახეობა) ბევრად უკეთ ხედავს ვიდრე ადამიანი.
5. მამალი სელაპი შეჯვარების სეზონის დროს მუდამ თავის ტერიტორიაზე იმყოფება და იცავს მდედრს სხვა მამალი სელაპებისაგან.
6. ზღარბის ეკლები წარმოადგენენ მოდიფიციერებულ ბეწვს, რომელიც სიგრძეში 3 სმ-ია. მოზრდილ ზღარბს, საშვალოდ 5000 – 7000 ეკალი გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი)
7. დასავლეთ ევროპულ ზღარბს გააჩნია ქაფისპერი ბეწვი, რომლითაც იპრიალებს ეკლებს.
8. თეთრ დათვებს კარგად განვითარებული ყნოსვის შეგრძნება გააჩნიათ. სელაპის დამწვარი ქონის სუნი მათ 3კმ-ის სიშორეზე სცემთ.
9. მეცნიერები დათვის ასაკს მისი კბილების მიხედვით ადგენენ.
10. ინდოეთის ზოგიერთ რაიონში მიიჩნევენ, რომ აფთარი შველის სიმსივნით დაავადებულებს.
11. აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რომ 80კგ სიმძიმეს უძლებს.
12. აფთრის წინა კიდურები მიწაზე უფრო დიდ კვალს ტოვებს, ვიდრე უკანა კიდურები.
13. გიბონისა და ორანგუტანის “სიმღერა” ისმის 2-3კმ-ის მანძილზე. (ავტორი გენია.ჯი)
14. ორანგუტანი “ტყის კაცს” ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, პრიმატები წარმოიშვნენ იმ კაცისაგან, რომელიც საუკუნეების წინათ დაიკარგა ტყეში. ასევე, ლეგენდის თანახმად, ორანგუტანი “მღერის” იმიტომ, რომ ეძებს თავის ადამიანური წარმოშობის პატარძალს, რომელიც მას ბუდიდან გაექცა.
15. გიგანტური კალმარის თვალები შეიძლება 40სმ-ს აღწევდეს. (თითქმის მანქანის საჭის ოდენა).
16. ფერმონები, რომელთაც ცხოველის მუშკის ჯირკვალი გამოყოფს, ხშირად გამოიყენება სუნამოების წარმოშობაში.