ნიკოლაი გე – „რა არის ჭეშმარიტება?”

„რა არის ჭეშმარიტება?” – გახლავთ გენიალური ტილო, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც – „ქრისტე და პილატე”. იგი დახატულ იქნა 1890 წელს ზეთის საღებავით ტილოზე, გამოჩენილი რუსი მხატვრის ნიკოლაი გეს (1831-1894 წლები) მიერ.ტილოს სიმაღლე 233 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 171 სანტიმეტრი.აღნიშნული სურათი ითვლება ერთ-ერთ გვიანდელ ნამუშევრად მხატვრისა,რომელიც დახატულ იქნა 1890 წელს და წარმოადგენს – “ვნების ციკლს”,შექმნილს მხატვრის მიერ 1880 წლიდან – 1890 წლის ჩათვლით პერიოდებში.ტილო რელიგიური სიუჟეტის მატარებელია.მასზე ასახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და პილატე,რომელიც კითხვით მიმართავს (სახარების მიხედვით) იესოს თუ რა არის ჭეშმარიტება. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ტილო ნაჩვენებ იქნა პუბლიკისათვის 1890 წელს “პერედვეჟნიკების” (იგივე – მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობა) გამოფენაზე.როდესაც პავლე ტრეტიაკოვმა ტილო ნახა,არ მოეწონა,თუმცა ლევ ტოლსტოის წერილის შემდგომ (სადაც ტოლსტოი სთხოვდა ტრეტიაკოვს ხელიდან არ გაეშვა ეს მარგალიტი) საბოლოოდ მის შეძენაზე თანხმობა განაცხადა.შესაბამისად სურათი შესყიდულ იქნა ერთ-ერთი უდიდესი მეცენატისა და ტრეტიაკოვის გალერეის დამაარსებლის – პავლე ტრეტიაკოვის მიერ.ნიკოლაი გეს დიდებული ტილო – “რა არის ჭეშმარიტება” დღემდე ტრეტიაკოვის ეროვნულ გალერეაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)