ლუი-ბარბეს კრილონი – “ეპიზოდი”
მსოფლიო ისტორიაში,ერთ-ერთი ყველაზე მოკლე წერილობითი განცხადება,სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ,დაწერა ცნობილმა ფრანგმა სამხედრო მეთაურმა და გენერალ-პოლკოვნიკმა - ლუი ბარბეს კრილონმა (1543-1615 წლები).მან,საფრანგეთის მეფე ჰენრიხ IV ბურბონს (1553-1610 წლები) მიმართა წერილობითი განცხადებით, (ავტორი გენია.ჯი) რომელშიც მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა:
“მეფევ: ფული ან განთავისუფლება”.
რაზეც ჰენრიხ IV ბურბონმა,ასევე ძალიან მოკლე პასუხით უპასუხა:
“კრილონ: არც ფული,არც განთავისუფლება”.
P.S. აღსანიშნავია,რომ ლუი-ბარბეს კრილონი,რომელმაც განცხადება ხელფასის გაზრდის,ან წინააღმდეგ შემთხვევაში განთავისუფლების შესახებ დაწერა,საფრანგეთის მეფის ის ერთ-ერთი საყვარელი სამხედრო პირი იყო,რომელსაც ჰენრიხ IV ხშირად მოიხსენიებდა,როგორც “თავდადებული და მამაცი მეომარი”. (ავტორი გენია.ჯი)