ჰირაკოთერიუმი
ჰირაკოთერიუმი - წარმოადგენდა ცხენისებრთა ოჯახის,გადაშენებული გვარის ერთ-ერთ უპირველეს სახეობას დედამიწაზე.ისინი ძირითადად გავრცელებული იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის კონტინენტებზე (არსებობს ცნობა ჰირაკოთერიუმის ნაშთების ცენტრალურ აზიაში პოვნის შესახებ).ბინადრობდნენ ეოცენის ხანაში (პალეოგენური სისტემის მეორე ეპოქა) 60 მილიონი წლის წინათ.ჰირაკოთერიუმი ცხენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეპოქების წინაპრად მიიჩნევა.მეცნიერებმა პირველ ასეთ თაობას – ეოგიპუსი,ანუ “გარიჟრაჟის ცხენი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ზომით პატარები იყვნენ.მათი წონა სულ რაღაც 5 კილოგრამი,ხოლო სიმაღლე 35 სანტიმეტრი იყო.გააჩნდათ მოკლედრუნჩი.წინა კიდურებზე ჰქონდა ოთხი თითი,უკანაზე – სამი.განსაკუთრებით ეტანებოდნენ დაჭაობებულ ტყეებს.ცხოვრობდნენ ჯგუფებად.იკვებებოდნენ მცენარეებითა და ფოთლებით.როგორც ცნობილია,სულ ბუნებაში მათი კლასიფიკაციის სამი ჯიშის,ცხრა სახეობა არსებობდა.მეცნიერთა მოსაზრებით – ჰირაკოტერიუმი,ცხენის გვარის უძველესი სახეობაა. (ავტორი გენია.ჯი)