სერ უისტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – “უკანასკნელ გზაზე”
ლეგენდარული ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი,მამის გარდაცვალების სამოცდაათი წლისთავზე 1965 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა,საკუთარ ბინაში ჰეიდ-პარკ-ჰეიტის N 28-ში (ლონდონი).იმავე დღეს ლორდთა პალატაში წაკითხულ იქნა გზავნილი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის,სადაც ეწერა:
“ვბრძანებ,რომ სერ უინსტონ ჩერჩილისათვის მოწყობილ იქნას სახელმწიფო დაკრძალვის სრული ცერემონია – მისი ცხედარი დასვენებულ იქნეს ვესტმინტერის დარბაზში,რის შემდეგაც გადასვენებულ იქნას წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში,წესის ასაგებად”.
სულ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ხუთ პერსონას ერგო “პატივად” (სამეფო ოჯახის წევრების გარდა) სახელმწიფო დაკრძალვის სრული ცერემონიით დაკრძალულიყო.მათ შორის იყვნენ – გრაფი უილიამ პიტ ჩეტერი,ადმირალი ნელსონი,არტურ უესლი ველინგტონი,უილიამ უატ გლადსონი და ბოლოს,სერ უინსტონ ჩერჩილი. (ავტორი გენია.ჯი) სამგლოვიარო ცერემონია 27 იანვარს დაიწყო.მისი მძიმე სასახლე,რომელიც დამზადებული იყო უძველესი ბლენჰეიმური მუხისაგან,28 იანვარს გადატანილ იქნა ვესტმნინსტერის დარბაზში.მიუხედავად საშინელი ქარისა და წვიმისა,ათიათასობით ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული,ამ უდიდესი პიროვნებისათვის პატივის მისაგებად.სამი დღის მანძილზე არ წყდებოდა ვესტმინსტერის დარბაზში ხალხის ნაკადი.ისინი პატივს მიაგებდნენ ერის ყოფილ ღირსეულ ლიდერს.ამავე პერიოდში,ლონდონის მეტრო სადღეღამისო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა.რიგებში მდგომ ხალხს (რომელიც კილომეტრებზე იყო გადაჭიმული),ადგილობრივი ქალაქის ადმინისტრაცია უფასო ცხელი სუპით,ბუტერბროდებითა და ჩაით ამარაგებდა. (ავტორი გენია.ჯი) ჩერჩილის დაკრძალვას,უკვე იმ პერიოდისათვის შეეძინა უკვე დიდი ისტორიული სტატუსი.საერთაშორისო ორგანიზაციებმა – გაერომ,ნატომ,ევროპის კავშირმა და ამერიკის კონგრესმა დროებით შეაჩერეს თავიანთი მუშაობა.ელისაბედ II-მ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გადადეს ყველა დაგეგმილი ვიზიტი.დაკრძალვის დღეს,ასევე გადაიდო აბსოლიტურად ყველა საფეხბურთო მატჩი ინგლისური პრემიერლიგისა.დაიხურა მაღაზიები.გადადებულ იქნა ინგლისის პარლამენტის 700 წლოვანი იუბილე.ეროვნულმა პედაგოგთა ასოციაციამ გააუქმა დაგეგმილი საპროტესტო აქციები.გლოვის ნიშნად დაშვებულ იქნა გაერთანებული სამეფოს ყველა ეროვნული დროშა.მდინარე ტემზაზე მდგომმა ყველა გემმაა,გლოვის ნიშნად საყვირები ააგუგუნა.სრულიად დიდი ბრიტანეთი გლოვობდა და დასტიროდა მისი “დიდი შვილის” გარდაცვალებას.ჩერჩილის დაკრძალვას დაესწრო დედოფალი ელისაბედ II და ეს იყო უიშვიათესი მოვლენა ბრიტანეთის ისტორიაში,როდესაც დედოფალი თავად ესწრებოდა დაკრძალვის ცერემონიას (თუ კი გარდაცვლილი სამეფო ოჯახის წევრი არ გახლდათ).ცნობისთვის,ჩერჩილამდე,ბოლო ადამიანი,რომელსაც ერგო პატივი წმინდა პავლეს ტაძარში დაესვენებისა – ჰერცოგი ველინგტონი გახლდათ 1852 წელს.უინსტონის ცხედარი გადასვენებულ იქნა სპეციალური მატარებლით ბლედონში,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მის ცხედარს ჩირაღდნებით ხელში დახვდა.უინსტონ ჩერჩილი დაკრძალულ იქნა ბლედონში.დაკრძალვის შემდეგ კი მის საფლავზე დარჩა ორი გვირგვინი,ერთზე ეწერა:
“ჩემს უსაყვარლეს უინსტონს – კლემი”;
ხოლო მეორეზე კი:
“მადლიერებით სამშობლოსაგან! – გაერთანებული სამეფოს დედოფალი – ელისაბედ II”. (ავტორი გენია.ჯი)
ფოტოები – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილის დაკრძალვის ცერემონიიდან…