“შაჰნამე” – ყველაზე დიდი პოემა მსოფლიო ლიტერატურაში…
დღემდე დაწერილ პოემებს შორის,ყველაზე დიდი პოემა გახლავთ სპარსული და ტაჯიკური პოეზიის უდიდესი წარმომადგენლის - ჰაქიმ აბუ ლ-ყასიმ ტუსი ფირდოუსის (935-1020 წლები),მიერ დაწერილი შესანიშნავი პოემა - “შაჰნამე” (მეფეთა წიგნი).პოემა შედგება 1,200,000 სტრიქონისაგან. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისური თარგმანი პოემისა 9 ტომად იქნა გამოცემული.აღსანიშნავია,რომ ამ უდიდეს პოემას სრულყოფილად ჩვენამდე არ მოუღწევია და მისი ნაწილი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.”შაჰნამე” 35 წლის განმავლობაში იწერებოდა და მორალურ-ეთიკური შინაარსის შესანიშნავ ნიმუშსაც წარმოადგენს.იგი შექმნილია ირანულ-ტაჯიკური ფოლკლორისა და ეპოსების მიხედვით,ასევე მუსულმანური ისტორიისა და მისი წინაპერიოდის მითებისაგან.თავად ავტორი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დღემდე მსოფლიო ლიტერატურაში და განსაკუთრებული ადგილი უკავია ირანულ,ტაჯიკურ და ავღანურ ლიტერატურულ სამყაროში.გარდა ამისა -ფირდოუსს,”ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთ უწარჩინებულეს პოეტად და კლასიკოსად” მოიხსენიებენ მსოფლიო ლიტერატურაშიც. (ავტორი გენია.ჯი)