მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
მაშინ,როდესაც გენიალური ამერიკელი მწერალი,სატირიკოსი და იუმორისტი - სემიუელ ლენგჰორ კლემენსი (1835-1910 წლები),რომელიც დღემდე საყოველთაოდ ცნობილია,ფსევდონიმით - მარკ ტვენი,საქვეყნოდ ცნობილი მწერალი გახდა,ამერიკის შეერთებული შტატების,სხვადასხვა შტატების მაცხოვრევბლებს ზოგჯერ დავა მოსდიოდათ – არა ჩვენი შტატიდან არის ტვენი და არა ჩვენი შტატიდანო.ერთი ასეთი დავის მომსწრე,მწერლის მოხუცი დედა – ჯეინ კლემენსიც გახდა,რომელიც განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გახლდათ დაჯილდოებული.ჯეინი მატარებლით მიემგზავრებოდა და უნებური მოწმე გახდა მგზავრების დავისა: ერთნი ამტკიცებდნენ,მარკ ტვენი ფლორიდაში დაიბადაო,მეორენი კი არ უთმობდნენ – ჰანიბალიაშია დაბადებულიო. (ავტორი გენია.ჯი) დიდხანს უსმინა თურმე ტვენის დედამ ამ გაცხარებულ დავას და ბოლოს ჩაერია მათ ლაპარაკში,რა დროსაც ერთ-ერთი მოდავე ჯგუფის მხარე დაიჭირა.იმ ჯგუფისა,რომელიც ამტკიცებდა,რომ დიდი მწერალი ფლორიდაში დაიბადაო და გადამჭრელად განაცხადა,რომ მარკ ტვენი ფლორიდაში იყო დაბადებული.მეორე მხარე ამაზე კიდევ უფრო გაცხარდა,მკვახე სიტყვებიც აკადრეს მოხუც ქალს,ასე დარწმუნებით რატომ ლაპარაკობ,როცა არ იციო.მაშინ მშვიდად გაიღიმა,თურმე მოხუცმა ჯეინ კლემენსმა და ასევე მშვიდი ტონით განუცხადა მათ: “დედა ვარ მისი და დამეჯერება,მე თვითონ ვესწრებოდი მის დაბადებასო”.ამ სიტყვებმა კი მოწინააღმდეგე მხარეებს შორის დავას წერტილი დაუსვა. (ავტორი გენია.ჯი)