სალვადორ დალი – “ეპიზოდი”
გენიალური ესპანელი მხატვარი,გრაფიკოსი და სკულპტორი - სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (1904-1989 წლები),რომ საკმაოდ ოდიოზური და უცნაური პიროვნება გახლდათ,ალბათ ყველასათვის ცნობილია.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ სალვადორ დალი,ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორის – ფრანსისკო ფრანკოს (1892-1975 წლები) გულმხურვალე მხარდაჭერად მოიაზრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ის არასოდეს მალავდა ფრანკოს მიმართ მის დადებით აზრს და ხშირად იმეორებდა კიდეც: “იგი ყველაზე დიდია დღევანდელ პოლიტიკოსთა შორისო”.მისი დიქტატორისადმი ასეთი დამოკიდებულებით,მხატვარმა უამრავი სხვადასხვა პროფესიის მქონე მოწინააღმდეგე შეიძინა.მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს,ესპანელმა ჟურნალისტმა ქალმა სალვადორ დალის დაუსვა შეკითხვა: “ფრანკომ,ხომ ვერ შეძლო გადაეჭრა ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა?” – რაზეც რესპოდენტმა მხრები აიჩეჩა და ჟურნალისტს გამაოგნებელი პასუხი გასცა:
“სიღატაკე კარგია,მე მომწონს სიღატაკე.ინკვიზიციაც კარგია… ადამიანი სწორედ ასეთ დროს არის ბედნიერი.თუ გინდა,ბულბულმა კარგად იგალობოს,თვალები უნდა დასთხარო და სატუსაღოში ჩასვა.სატუსაღო დიდებული რამ არის!” (ავტორი გენია.ჯი)