მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიიდან…
“მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა,იმიტომ რომ,მტერი კი არ იწვევს ეჭვს,ეჭვი შობს მტერს.ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს.ეჭვი ჩემი უძლურებაა.მე მესინია ყველაფრის,როცა უძლური ვარ.მტერი არის განსხეულება იმისა,რაც ჩემშივეა ფესვგადგმული,როგორც უძლურება”.
“ჩვენ ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ იმის მიხედვით,რაც სიმყუდროვეს შეგვინარჩუნებს და გადაგვარჩენს ზღვრულ სიტუაციას,ესე იგი სიტუაციას,რომელშიც რეალობის დანახვა უნდა გავბედოთ.რეალობა კი ყოველთვის სიკვდილის ენაზე გველაპარაკება”. (ავტორი გენია.ჯი)
“როცა ჩვენ ვხედავთ აზრს,ეს ნიშნავს მხოლოდ იმას,რომ აზრი ხედავს საკუთარ თავს, და იმაში,რაშიც ჩვენ ვხედავთ აზრს,არავითარი აზრი არ არის.აზრი შეიძლება იყოს ან არ იყოს და მისი წინასწარ გამოყვანა სხვა რაღაციდან შეუძლებელია ისევე,როგორც ცნობიერებისა,ინდივიდისა.თუ აზრი არის,ის არის თვითონ აზრი და არა ის,რაშიც აზრი არის”.
“მოდით,მის მაგივრად,რომ ვიფიქროთ,თითქოს ცნობიერება ჩვენშია,ვიფიქროთ,რომ ჩვენ ვართ ცნობიერებაში; ის კი არ ვიფიქროთ,აზრი ჩვენს თავშია,არამედ ვიფიქროთ,რომ ჩვენ ჩვენი თავით ვართ აზრში; “მე მომივიდა აზრი” კი არა,”მე ჩავვარდი აზრში”.
“აზროვნება რიტმში ჩავარდნაა ან რიტმიდან ამოვარდნა”. (ავტორი გენია.ჯი)