“კოლუმბიური ნარკოკარტელის მესვეურები აცხადებდნენ”

“ჩვენს სამყაროში  ყველაფერს ფული მართავს.თუ ვინმე რამეს უფასოდ მოგცემთ,მხოლოდ მონაზვნები – თავიანთი საქველმოქმედო სამუშაოებისას.მაგრამ ისინიც კი მოგთხოვენ,სანაცვლოდ მესას დაესწროთ.ყველაფრისთვის გადახდაა საჭირო.ნარკოტიკები ის საქონელია,რომელიც უნდა გაყიდო.ცხადია პატარა პრობლემა იქმნება იმის გამო,რომ ეს უკანონობაა.მაგრამ რას იტყოდით,ნავთობი რომ იყოს უკანონო საქონელი? (ავტორი გენია.ჯი) თავად განსაჯეთ,მხოლოდ აშშ-ში ყოველდღიურად ერთი ტონა ნარკოტიკი შეაქვთ.წარმოიდგინეთ,ყოველ დღე ერთი ტონა! იქ მიდის კოლუმბიური ნარკოკარტელების პროდუქციის 95%.ეს ხელს აძლევთ DEA-საც (ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო) და კოლუმბიის პოლიციასაც.ჩვენ გარეშე ამ სამსახურებიდან მრავალი ადამიანი უმუშევრად დარჩებოდა. და, რაც მთავარია,მათ ჯიბეებში ბევრი ფული მიდის – საქონელი,რომლის კონფისკაციაც ხორციელდება დაკავებისას,ნარკოტიკებს ხომ არასდროს ანადგურებენ.ეს ჩამორთმეული საქონელი ჩვენივე არხებით იყიდება.მახსოვს ერთი კარიკატურა: დააკავეს სატვირთო ავტომანქანა ორი ტონა კოკაინით.მეთაური სერჟანტს უბრძანებს,ბაზას გადასცეს,რომ 1 500 კილოგრამი კოკაინი დაკავეს.სერჟანტი ბრძანებს 1 000 კილოგრამის გამოცხადებას,თავად გადამცემი კი ბაზას აუწყებს,რომ სატვირთო მანქანაში 500 კილოგრამი კოკაინი იყო.სწორედ ამგვარი სქემით მუშაობს და მიმდინარეობს ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა.DEA ყოველთვის აცხადებს,რომ მუდმივად დაძრწიან კოლუმბიის მთებში,მაგრამ იქ ყოველღიურად კოკაინისა და მარიხუანას სულ უფრო მეტი პლანტაცია ჩნდება.ნარკოტიკები მრავალთათვის უდიდესი ბიზნესია.მაგრამ მთავარი ფული აქ კი არაა,არამედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებშია.ამერიკაში ამბობენ,რომ ლათინოსები საზოგადოების სიმსივნეები არიან,მაგრამ უჩვენოდაც არ შეუძლიათ.ვინ უმზადებთ საჭმელს,ვინ ულაგებთ,ვინ უკეთებთ მთელ ბინძურ საქმეს? (ავტორი გენია.ჯი) არალეგალი ემიგრანტები,რომელთაც დევნიან.იგივე ხდება ნარკოტიკებთან მიმართებაშიც.ყველა გვეხვეწება,მოგვეცით კიდევ და კიდევ.ამდენად,ჩვენ მხოლოდ მათ თხოვნას ვასრულებთ.ხელისუფლება ხელს გვიშლის,მაგრამ რა მიზნით? მხოლოდ იმისთვის,რომ ფასები იზრდებოდეს.ამის შემდეგ კი ყველა კმაყოფილი რჩება”.

პაბლო (35 წლის,კოლუმბიელი მამაკაცი – ერთ-ერთი კოლუმბიური ნარკოკარტელის,ლოჯისტიკაზე პასუხიხმგებელი პირი)

***

“ფაქტობრივად,ჩვენ გვაიძულებენ,კოკაინი მოვიყვანოთ.ადრე აქ საქმე გვქონდა ამ ადგილებისთვის ტრადიციულ კულტურებთან – ბანანთან,კარტოფილთან,ბრინჯთან… მაგრამ,როდესაც გაირკვა,რომ კოკაინის მოყვანა აქ უფრო იაფი ჯდება,ვიდრე ბოლივიაში,სხვა გზა არ დაგვიტოვეს.ჩვენთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ მხოლოდ კაპიკებს ვიღებთ იმ მილიარდებიდან,რომელიც ნარკოტიკების ირგვლივ ტრიალებს და რისი უმთავრესი ნაწილიც მაფიის,ძირითადად კი აშშ-ში მოქმედი მაფიის ჯიბეში რჩება.რეგიონში არმიის,მაფიისა და პარტიზანების მუდმივი ყოფნა ჩვენს ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.დარწმუნებულნი ვართ,რომ ჩვენი ხელისუფლების მთელი პოლიტიკა აშშ-ის ნაკარნახევია.სინამდვილეში ისინი არ არიან დაინტერესებულნი ნამდვილი ნარკომოვაჭრეების დევნით.ხომ იცით ამერიკასა და ევროპაში ნარკოტიკების მოხმარება არასდროს მცირდება,პირიქით,ყოველწლიურად იზრდება და ყოველწლიურად გვაიძულებენ,სულ უფრო მეტი კოკაინი მოვიყვანოთ,კოკაინი რომლის ხარჯზეც იკვებებიან აქ მაფიაც და ჩინოვნიკებიც”.

ხულიო გუტიერესი (კოლუმბიის პროვინცია პოტამაიოში კოკაინის მწარმოებელთა პროფკავშირების ლიდერი)