“ადოლფ ჰიტლერის მოგონებებიდან”
ადრე ინტერესით ვეკიდებოდი ბიბლიას,მაგრამ მერე მივატოვე.ერთხელ სკოლაში მასწავლებელმა მკითხა,ლოცვებს თუ ამბობ დილით,შუადღისას და საღამოთიო.ამაზე მე ვუპასუხე:
” – არა,ბატონო,მე არ მესმის,ღმერთი როგორ დაინტერესდება მეორე კლასის მოწაფის ლოცვით-მეთქი”.
მასწავლებელი ჩემს პასუხზე განრისხდა და დამიყვირა (ავტორი გენია.ჯი) :
“დაეგდე,შე ღვთისაგან შეჩვენებულოო”.
ეს რომ დედაჩემმა გაიგო,დანანებით მითხრა,”ეშმაკის კვალზე” ხარ შვილო,შემდგარიო…
ფაქტიურად,ჰიტლერს,დედამისმა – კლარა პიოლცმა,ბავშვობიდანვე შეამჩნია,რომ მისი ვაჟი მართლაც – “ეშმაკის კვალზე” იყო დამდგარი.მას მართლაც არ სჯეროდა იმიერი ცხოვრების არსებობის და მაშასადამე,არც ჯოჯოხეთის შიში გააჩნდა.მოგვიანებით ჰიტლერი უახლოეს გარემოცვის წევრებთან იტყვის:
” – სისულელეა ყოველივე რელიგია.ჯოჯოხეთში მკვდრებს ჩანგალზე როგორ დაკიდებენ ან კუპრში როგორ ხარშავენ,როდესაც სხეული ამქვეყნად რჩება.ერთი მხოლოდ ვითომ ქრისტე იყო,რომელიც ვითომ სხეულიანად აღსდგა მკვდრეთით,მაგრამ ესეც ებრაელების მონაჩმახია!” (ავტორი გენია.ჯი)