“ეპინიკია”
“ეპინიკია” – ინგლისურ ენაზე – “Epinicion”,ძველ საბერძნეთში წარმოადგენდა გამარჯვების აღსანიშნავ ჰიმნს,რომელიც ეძღვნებოდა საერთობერძნულ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულებს.განსაკუთრთრებით იგი ფართოდ გამოიყენებოდა ამა თუ იმ ტურნირის გამარჯვებულის მშობლიურ კუთხეში დაბრუნებისას,მაშინ,როდესაც “ჩემპიონს” ხვდებოდა გამარჯვებისაგან აღტკინებული ადგილობრივი მოსახლეობა.”ეპინიკია” ერთ-ერთ ყველაზე ძველ საგუნდო ჰიმნად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღემდე (მუსიკის გარეშე),დაახლოებით 45-მდე “ეპინიკიამ” მოაღწია.მათ შორის ყველაზე ძველი,დიდი ძველბერძენი ლირიკული პოეტის – პინდარეს (ძვ.წ.აღ-ით 522-448 წლები) მიერ შექმნილი ეპინიკებია.მათგან ყველაზე ადრეული კი ძვ.წ.აღ-ით 498 წლით თარიღდება,ხოლო ყველაზე გვიანდელი ძვ.წ.აღ-ით 446 წლით.ეპინიკების ფუძემდებლად მიჩნეულია,გამოჩენილი ძველბერძენი ლირიკოსი პოეტი – სიმონიდე კეოსელი (ძვ.წ.აღ-ით 556-468 წლები).ფაქტიურად,”ეპინიკები” სრულდებოდა ოლიმპიური,პითიური,ნემეური და ისტმიანური თამაშების გამრჯვებულების მსობლიურ მხარეებში.მრავალი ეპინიკა დაწერილ იქნა სტროფული ტრიადებით (სუპერსტროფებით). (ავტორი გენია.ჯი)