“დარელის სახელობის ველური ბუნების პარკი”
“დარელის სახელობის ველური ბუნების პარკი” – ინგლისურ ენაზე – “Durrell Wildife Park”,წარმოადგენს იმ შესანიშნავ კერძო ზოოპარკის სახეობას,რომლის უმთავრესი მიზანი უნიკალური და უიშვიათესი გარეული ბუნების ბინადართა გადარჩენა და მათი პოპულარიზაციაა.აღნიშნული პარკი დღესდღეობით – “დარელის სახელობის ველური ბუნების ფონდის” (საერთაშორისო გარემოს დაცვითი საქველმოქმედო ფონდი) საკუთრება გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) იგი განთავსებულია ლამანშის სრუტეში მდებარე ნორმანდიის კუნძულების შემადგენლობაში მყოფ - ჯერსის კუნძულზე,ოგრის მამულში (გაერთანებული სამეფო).დარელის უნიკალური პარკი დაარსებულ იქნა 1959 წელს,დიდი ინგლისელი ნატურალისტისა და მწერლის - ჯერალდ (ჯერი) მალკოლმ დარელის (1925-1995 წლები) მიერ და მისი თავდაპირველი სახელწოდება – “ჯერისული ზოოპარკი” გახლდათ.პარკის ოფიციალურ ემბლემაზე,გამოსახულ იქნა ადამიანის მიერ XVII-XVIII საუკუნეებში განადგურებული მტრედისებრთა სახეობის ფრინველი – “დოდო” (მავრიტანიული დრონტისებრნი). (ავტორი გენია.ჯი) ზოოპარკის დაარსების შესახებ ვრცელი ისტორია,თავად მის დამაარსებელს – ჯერალდ დარელს აქვს დაწერილი ორ წიგნად – “ზოოპარკი ჩემს ბარგში” და “დამიჭირეთ კოლობუსი”.ამ ულამაზეს პარკში ბინადრობენ უნიკალური და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი საოცარი სახეობების ცხოველები,ფრინველები,ამფიბიები,რეპტილიები,თევზები,მოლუსკები,ფეხსახსრიანებნი და ქვეწარმავლები.საერთო ჯამში 156 სახეობა.მათ შორის არიან – გორილები,ორანგუტანები,ფარშევანგები,ხოხბები,იამაიკური ნუტრიასებრნები,სათვალიანი დათვები და სხვა სახეობები.პარკის ტერიტორია მოიცავს 129 500 კვადრატულ მეტრს,რაც 32 აკრი მიწის ტოლი ექვივალენტია.”დარელის სახელობის ველური ბუნების პარკში” ცხოველები უზარმაზარი სივრცის ვოლიერებში იმყოფებიან და ამის გამო,იგი ჩვეულებრივი (ტრადიციული) ზოოპარკისაგან დიდად განსხვავდება.პარკს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი. იგი იმდენად პოპულარული ადგილია ველური ბუნების მოყვარულთათვის,რომ წელიწადში საშუალოდ 169 000 ვიზიტორი სტუმრობს,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. (ავტორი გენია.ჯი)
“დარელის სახელობის ველური ბუნების პარკში” განთავსებულია მისი დამაარსებლის - ჯერალდ (ჯერი) მალკოლმ დარელის ძეგლი