არფა აბდულ კარიმ რანდჰავა
არფა აბდულ კარიმ რანდჰავა - დაიბადა 1995 წლის 2 თებერვალს,პენჯაბის პროვინციის ქალაქ ფეისალაბადში (პაკისტანი).იგი წარმოადგენდა იმ პაკისტანელ,სკოლის მოსწავლე გოგონას,რომელიც 2004 წელს,9 წლის ასაკში გახდა,ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული პროფესორი,საყოველთაოდ ცნობილი კომპანიის “Microsoft”-ის.2008 წელს,მიწვეულ იქნა ამერიკაში,კომპანიის ხელმძღვანელისა და თანამედროვე მსოფლიოს,ერთ-ერთი უდიდესი გენიოსის – ბილ გეიტსის მიერ.როდესაც Microsoft-ის ცენტრალურ ოფისში (ამერიკა),სტუმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა,მის მიმართ ტელევიზიებისა და პრესის ყურადღება,განუზომლად დიდი გახდა.შესაბამისად მისი ინტერვიუები,მსოფლიოს ცნობილ ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებში ჩნდებოდა.2005 წლის 5 აგვისტოს – არფა დაჯილდოებულ იქნა,პაკისტანის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებლის – მუჰამედ ალი ჯინას,დის (რომელსაც “ერის დედად” მოიხსენიებენ) – “ფატიმა ჯინას სახელობის ოქროს მედლით”,მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატებებისათვის,თავად პაკისტანის პრემიერ-მინისტრის – შაუკატ აზიზის მიერ,ფატიმას დაბადებიდან 113 წლის იუბილის აღსანიშნავად.გარდა აღნიშნული ჯილდოსი,მას მიენიჭა “Award for Pride of Perfomance”-ს საპრეზიდენტო პრემიაც.ამ ჯილდოს კი ანიჭებენ მხოლოდ იმ სამოქალაქო პირებს,რომელთაც განსაკუთრებული წვლილი დაიდეს ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში.(ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,არფა პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელადაც იქცა.
იგი,წარმოადგენდა პაკისტანის სახელმწიფოს,რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე.გარდა ამისა იწვევდნენ დუბაიში მიმდინარე ფორუმებზეც.ამ ვიზიტებისას იგი არაერთხელ იქნა დაჯილდოვებული და დასაჩუქრებული.2006 წელს,მიწვეულ იქნა Microsoft-ის მიერ,ბარსელონაში გამართულ Tech-ED Developers Conference-ზე,სადაც იგი ერთადერთი წარმომადგენელი იყო პაკისტანიდან,სხვა 5000 დეველოპერს შორის,მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
2011 წელს,16 წლის ასაკში “პატარა გენიოსი”,კომპანიაში მუშაობის პარალელურად სწავლობდა ლაჰორის სკოლაში.ამავე პერიოდში მას დაემართა ეპილეფსიური შეტევა,რამაც მისი გულის გაჩერება გამოიწვია.აღნიშნულმა საშინელმა მოვლენამ კი,ბავშვის ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვია და 2011 წლის 22 დეკემბერს იგი უმძიმეს მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა ლაჰორის ჰოსპიტალში.მისი ავადმყოფობის ფაქტმა კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელის – ბილ გეიტსის ყურამდეც მიაღწია და ამავე წლის 9 იანვარს,იგი არფას მშობლებს დაეკონტაქტა.გარდა ამისა ბილ გეიტსი დაუკავშირდა პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს და ნებისმიეირი დახმარების აღმოჩენა აღუთქვა მათ,ოღონდ გოგონას სიცოცხლე ეხსნათ.არფას სხვა საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგ,გამოვიდა ლაჰორის საავადმყოფოს მთელი მედპერსონალი,რადგან მათი აზრით მისი ადგილიდან დაძვრა არაფრით არ შეიძლებოდა.არფას სამკურნალო (სრული) თანხები ბილ გეიტსმა საკუთარ თავზე აიღო.2012 წლის 13 იანვარს,ყველას გასაოცრად გოგონას გამოჯანმრთელების ნიშნები დაეტყო.სასიკეთო ძვრების შემდეგ,მისმა მშობლებმა შვილის გადაყვანა ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მოინდომეს,თუმცა საუბედუროდ 2012 წლის 14 იანვარს – არფა აბდულ კარიმ რანდჰავა გარდაიცვალა.ამავე წლის 15 იანვარს,კი იგი სრული სახელმწიფო პატივით იქნა დაკრძალული და დაკრძალვის პროცესიას უამრავ ადამიანთან ერთად,დაესწრო პაკისტანის პენჯაბის პროვინციის მათავარი მინისტრი – შაჰბაზ შარიფი.
2012 წლის 15 იანვარს – შაჰბაზ შარიფმა გააკეთა განცხადება,სადაც აღნიშნა,რომ ლაჰორის ტექნოლოგიურ პარკს,ამიერიდან – არფა კარიმის სახელი ეწოდებოდა.პაკისტანის ხელისუფლებამ კი მისი ხსოვნის საპატივცემულოდ საფოსტო მარკა გამოუშვა.(ავტორი გენია.ჯი)