ავიცენა – “ეპიზოდი”

შუა საუკუნეების გენიალური სპარსი ფილოსოფოსი,ექიმი და აღმოსავლური არისტოტელიზმის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი - აბუ ალი იბნ სინა (980-1037 წლები),იგივე ავიცენა,სამედიცინო მეცნიერების ბრწყინვალე პროფესიონალი გახლდათ.მის ერთ-ერთ მთავარ ნაშრომად მიჩნეულია “სამედიცინო მეცნიერების კანონი”.ეს წიგნი ყველაზე ტირაჟირებად წიგნადაც კი იყო ქცეული ბიბლიის შემდეგ და XVII საუკუნემდე. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,იგი ავიცენას მთავარ სამედიცინო სახელმძღვანელოდაც იყო ქცეული,როგორც აღმოსავლეთში,ასევე დასავლურ ქვეყნებშიც.მან პირველმა განსაზღვრა სხვაობები ქოლერასა და ჭირს შორის.მანვე დაამკვიდრა პირველად სამედიცინო ტერმინი – “ეპილეფსია”.გააანალიზა სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები მენინგიტისა,რომლის სამკურნალო საშუალებაც თავადვე შექმნა.არგუმენტირებულად წარმოადგინა ჰიპოტეზა იმის შესახებ,რომ მრავალ დაავადებას გამოიწვევდა ნეგატიური ემოციები ადამიანისა.ავიცენას შეეძლო დიაგნოზი დაესვა და ემკურნალა 2 000-მდე სნეულებაზე (მართლაც გრანდიოზული ციფრია).იგი პაციენტის მკურნალობისას,განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მის ფსიქოლოგიურ ფაქტორზე.თავის პაციენტებს ავიცენა ყოველთვის მიმართავდა შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ სამნი ვართ,მე,თქვენ და თქვენი დაავადება.რომელი მხრის მხარესაც დადგებით,ის მხარე გაიმარჯვებს.”ავიცენა სიცოცხლეშივე იქნა დაჯილდოებული უამრავი ტიტულით.მაგალითად,როგორც ლიდერი ბრძენ ადამიანთა შორის – “შარაფ-ულ-მუკ” (ქვეყნის სიამაყე), “ჰაკამი ბუზურგ” (დიადი მკურნალი) და სხვა.1037 წლის 18 ივნისს ავიცენა გარდაიცვალა.ანდერძად კი ამ გენიოსმა კაცმა დაიბარა,რომ მთელი მისი ქონება ღარიბ-ღატაკებისათვის დაერიგებინათ,ხოლო ყველა მოსამსახურესათვის სრული თავისუფლება მიენიჭებინათ. (ავტორი გენია.ჯი)