გენიოსების შთამომავლების შესახებ…
სხვადასხვა ეპოქების გენიოსების,შთამომავალთა ნაწილი,ისეთივე პოპულარობით ვერ დაიტრაბახებდნენ,როგორც მათი დიდი წინაპრები.თუმცა ზოგიერთი მათგანი გაჰყოლია ისეთ გზას,რომლითაც სხვადასხვა მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში თავიანთი კვალი დაუტოვებიათ.მაგალითად,უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის – იოჰან სებასტიან ბახის 56 შთამომავალი მუსიკოსი გახლდათ.ამათგან 20 პირველი კლასის მუსიკოსი იყო.ერთ-ერთი შვეიცარიელი გენიოსის,მათემატიკოს – იაკობ ბერნულის შთამომავალთაგან,14 დიდი მეცნიერი დადგა.ასევე ბევრი ტალანტებით გამოირჩეოდნენ – ანტონ ვან დეიკის,კიურის,ჩარლზ დარვინის და იოჰან შტრაუსის შთამომავლები. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იყვნენ ისეთი გენიოსებიც,რომლებიც საერთოდ არ დაქორწინებულან.მაგალითად: ჰერაკლიტე,პითაგორა,სოლონი,ლეონარდო დავინჩი,პლატონი,ვირგილიუსი,გალილეო გალილეი,ბარუხ სპინოზა,იმანუელ კანტი,ლუდვიგ ვან ბეთხოვენი,გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი,ფრანც პეტერ შუბერტი,იოჰანეს ბრამსი,ფრიდრიხ ნიცშე და სხვები.არსებობენ ისეთი გენიოსებიც,რომელთა შთამომავლების ბედი საკმაოდ ცუდად წარიმართულა.რიგ შემთხვევებში ტრაგიკულადაც კი.მაგალითად ისეთი კორიფეებისა,როგორებიც იყვნენ – რემბრანდტი,მარტინ ლუთერი,იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე,ლევ ტოლსტოი,ალბერტ აინშტაინი,ლევ ტროცკი,თეოდორ დოსტოევსკი და ნაპოლეონ ბონაპარტი. (ავტორი გენია.ჯი)