პოლ სეზანი – “ეპიზოდი”
“ნატურმორტი” (მკვდარი ბუნების სიბრტყეზე გადმოცემა),სახვით ხელოვნებაში ყველასათვის ცნობილი და გავრცელებული კომპოზიციაა,სადაც ასახულია უსულო საგნები,როგორც მხატვრობაში,ასევე ფოტოგრაფიაშიც.უდიდეს ფრანგ მხატვარს,რომელიც სრულიად დამსახურებულად არის მიჩნეული თანამედროვე სახვითი ხელოვნების “მამად” - პოლ სეზანს (1839-1906 წლები),განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ ჟანრის შენარჩუნების,გადარჩენისა და განვითარების მხრივ. (ავტორი გენია.ჯი) XIX საუკუნის დასაწყისსა და შუა ნახევარში,იგი თავად გახდა მოწმე იმისა,რომ მხატვრობის ეს შესანიშნავი ჟანრი ფაქტიურად სრული გაქრობის საფრთხის წინაშეც კი დადგა,რადგან დაჰკარგა ის პოპულარობა,რაც ამ ჟანრს ადრეულ საუკუნეებში ახასიათებდა.სრულიად სამართლიანად არის გენიალური ფრანგი მხატვარი – პოლ სეზანი “ნატურმორტის” ხელახლა ამღორძინებელ ხელოვნად მიჩნეული,რადგან მან,მისი ცხოვრების მანძილზე 200-მდე დიდებული ნატურმორტის ჟანრის ტილო შექმნა.რითაც სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა,სახვითი ხელოვნების ამ ულამაზეს ჟანრს.მისი ყველაზე ცნობილი ნატურმორტებია – “შავი საათი” (ქვემოთ განთავსებული სურათი) და “ატმები და მსხლები”.პოლ სეზანის მიერ დახატული ნატურმორტის ჟანრის დიდებული ტილოები,დღესდღეობით მსოფლიოს არაერთ ცნობილ მუზეუმსა და გალერეას ამშვენებს. (ავტორი გენია.ჯი)
“შავი საათი”