“პორტრეტი” – (ეპიზოდი)
ნებისმიერ ეპოქაში,მხატვრობის ერთ-ერთი ჟანრი “პორტრეტი”,ერთის მხრივ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მეორეს მხრივ,მასთან დაკავშირებული იყო ბევრი ამოუხსნელი და შიშის მომგვრელი ისეთი მოვლენა,რომელთა ნაწილი მართლაც წარმოადგენს ყურადღების ღირსს.სხვადასხვა ხალხის კულტურებში პორტრეტისა და ზოგადად მხატვრობის მიმართ,არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა.მაგალითად: იუდეველებს საუკუნეების განმავლობაში ეშინოდათ ისეთი სურათების დახატვა,სადაც უპირატესად ცხოველები იყვნენ გამოსახული.ასევე აკრძალული იყო პორტრეტების ხატვა ისლამშიც.ასეთივე აკრძალვები მოქმედებდა ბევრ თავდაპირველ ცივილიზაციათა კულტურებშიც.არსებობს ბევრი ისეთი ფაქტი,რომელიც შემდგომ დიდი განსჯის საგანი გამხდარა (რომ არაფერი ვთქვათ უცნობი მხატვრების მიერ დახატულ პორტრეტებზე).მაგალითად ყოფილა შემთხვევები,როდესაც დიდი მხატვრების მიერ დახატულ პორტრეტებზე გამოსახული პერსონაჟები,სრულიად მოულოდნელად დაღუპულიყვნენ,მას შემდეგ,რაც ისინი ტილოზე აღბეჭდეს. (ავტორი გენია.ჯი) რემბრანტს თავის შემოქმედებაში პორტრეტულად ჰყავდა გამოსახული თავისი ორი მეუღლე და შვილები,რომლებიც (ყველანი) მასზე ადრე გარდაიცვალნენ.ამადეო მოდილიანის მიერ საკუთარი სტუდენტი გოგონას პორტრეტზე გამოსახულმა – ჟანა ებიუტენმა,პორტრეტის დახატვიდან სამ წელიწადში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა (იგი ფანჯრიდან გადახტა).ასეთივე ბედის მატარებელი აღმოჩნდა – ბრუნო ამადეოს ცნობილი პორტრეტის – “მომტირალი ბავშვის”,ტილოზე გამოსახული ბავშვის ხვედრიც,რომელიც პორტრეტის დასრულებიდან სამ დღეში გარდაიცვალა (ეს ტილო დღემდე ერთ-ერთ საშინელების მომტან ტილოდ არის ცნობილი).ასეთი უცნაური და მისტიკური უამრავი შემთხვევა შეიძლება მოვიყვანოთ ისტორიიდან.მრავალგზის ეცადნენ სპეციალისტები დაედგინათ მიზეზები პორტრეტებზე გამოსახული ადამიანების უეცარი ბედის ცვლილებისა და ხშირ შემთხვევებში გარდაცვალებებისაც კი,მათი პორტრეტზე აღბეჭდვასთან,თუმცა შედეგი დღემდე არ ჩანს. (ავტორი გენია.ჯი)