კალიგულას უსაყვარლესი ცხენი – “ინციტატუსი”

“ინციტატუსი” - რომის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორისა და იმპერატორის – კალიგულას (12-41 წლები) ის უსაყვარლესი ცხენი გახლდათ,რომლის შესახებაც,დღემდე უამრავი ლეგენდა დადის.ისტორიაში ბევრ ცნობილ ადამიანსაც კი არ ღირსებია კაცთა მოდგმისაგან ისეთი დიდი ყურადღება,როგორც გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას – ულაყს.როგორც ირკვევა,ღია-ნაცრისფერი შეფერილობის მქონე,ჯერ კიდევ კვიცი – ინციტატუსი,იმპერატორისათვის ესპანეთიდან იქნა ჩამოყვანილი.მის შესახებ ყველაზე მრავალფეროვანი ინფორმაცია,ანტიკური ხანის ისტორიკოსების ანეკდოტებისაგან შემორჩა და არა რაიმე სოლიდური ისტორიული დოკუმენტებიდან. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ეჭვგარეშეა,რომ ინციტატუსი “შეშლილი” კალიგულასათვის მართლაც არ იდგა უკანა პლანზე.რომაელი ისტორიკოსისა და მწერლის გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსის (75-160 წლები) ნაწარმოების “თორმეტი ცეზარის ცხოვრების” მიხედვით,კალიგულას ისე უყვარდა თავისი ულაყი,რომ რომის საუკეთესო მშენებლებს უმაღლესი ხარისხის მარმარილოსაგან და სპილოს ძვლისაგან დიდებული თავლა ააგებინა.რომელიც შემდგომ ოქროთი და მარგალიტებით მოაპირკეთებინა.დაუნიშნა სპეციალური მომვლელები,რომლებიც საკუთარი სიცოცხლითაც კი აგებდნენ პასუხს ინციტატუსზე.არ შეიძლებოდა ინციტატუსის ხმამაღალი საუბრით “შეწუხება”,ან რაიმე ტკივილის მიყენება. (ავტორი გენია.ჯი) თუკი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდებოდა,წესის დამრღვევი აუცილებლად სიკვდილით ისჯებოდა.კალიგულა ამასაც არ დასჯერდა და მოგვიანებით  ინციტატუსი საკუთარ საიმპერატორო სასახლეში გადაიყვანა,სადაც ინციტატუსის სახელით წვეულებებსაც მართავდა.ასეთ წვეულებებზე რომის ელიტარულ საზოგადოებას არა მისი სახელით,არამედ მისი უსაყვარლესი ცხენის სახელით ეპატიჟებოდა.მალევე კალიგულამ ინციტატუსი დააქორწინა ფაშატზე,რომლის სახელიც გახლდათ – პენელოპა.ფაშატს თავდაპირველად სხვა სახელი,კერძოდ – პორცელიუსი ერქვა,თუმცა კალიგულას ეს სახელი არ მოეწონა და მას სახელად პენელოპა შეურჩია.აღნიშნულ ფაშატს მონაწილეობას აღებინებდნენ დოღში,რასაც თავად კალიგულა ესწრებოდა.ამ დროს კი მის გვერდით ყოველთვის იმყოფებოდა ინციტატუსი.თავდაპირველად კალიგულამ ინციტატუსს რომის მოქალაქეობა მიანიჭა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანა იგი რომის სენატორის კანდიდატთა სიაში.როგორც დიონისე კასიელი იუწყება,კალიგულა ემზადებოდა იგი კონსულადაც დაენიშნა,თუმცა ვერ მოასწრო (რადგან მანამდე კალიგულა მოკლულ იქნა).მას შემდეგ რაც იმპერატორმა თავი ცოცხალ ღმერთად დაასახელა,თხუთმეტ უმაღლეს ქურუმთა შორის (14 ექს-კონსულთან ერთად),რაღა თქმა უნდა ინციტატუსისც შეიყვანა.თითოეულ ქურუმს წლიურად,ხელფასის სახით დანიშნული ჰქონდა 8 000 000 სესტერცია.შესაბამისად ხელფას უხდიდნენ მის უსაყვარლეს ცხენსაც.იმისათვის,რომ ინციტატუს “ფუფუნება” არ მოჰკლებოდა,დაწესებულ იქნა იტალიაში ყველა ცხენის მეპატრონესათვის სპეციალური ყოველწლიური გადასახადი.არ გადახდის შემთხვევაში,მეპატრონეს ართმევდნენ ცხენს,რომელსაც შემდგომ სასაკლაოებზე გზავნიდნენ.საბოლოოდ კალიგულას სიშლეგემ იქამდეც კი მიაღწია,რომ ინციტატუსი,არც მეტი და არც ნაკლები – “ყველა ღმერთის განსახიერებად” გამოაცხადა და რომის მოქალაქეებს მოუწოდა,მისთვის საკადრისი (ღვთაებრივი) პატივი მიეგოთ.გარდა ამისა,სახელმწიფო ფიცის დადების დროს,ნებისმიერ ფიცის დამდებს სხვა სიტყვებთან ერთად,აუცილებლად უნდა წარმოეთქვათ შემდეგი სიტყვები: “ინციტატუსის კეთილდღეობისათვის და წარმატებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) სხვა წყაროები ირწმუნებიან,რომ კალიგულამ მოასწრო სიკვდილამდე ინციტატუსის კონსულად დანიშვნა,თუმცა ეს დადასტურებული ინფორმაცია არ გახლავთ.კალიგულას სიკვდილის შემდეგ დაიწყო მსჯელობა ინციტატუსის სტატუსის შესახებ,რა დროსაც აღნიშნულ იქნა,რომ ინციტატუსს მისი სენატორობის პერიოდში,სხვა სენატორებისაგან განსხვავებით არაფერი დაუშავებია.მას არც ვინმე მოუკლავს და არც იმპერატორისათვის მიუცია რაიმე ცუდი რჩევა-დარიგება.თუმცა სენატიდან,რაღა თქმა უნდა მაინც გარიცხულ იქნა.

საინტერესოა,ამ საკითხის შესახებ თანამედროვე ისტორიკოსთა შეფასებებიც.ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით,ზემოთ მოხენიებული ისტორია ინციტატუსის შესახებ,იმ ადრეული რომაელი ავტორების მიერ იქნა შექმნილი,რომლებიც იმპერატორს ოპოზიციაში ედგნენ და შესაბამისად ყოველივე მათი ფანტაზიის ნაყოფია.თუმცა ყურადსაღებია,თანამედროვე ინგლისელი ისტორიკოსისა და მწერლის – ენტონი ა. ბერეტის მონაცემების გაცნობაც,მისსავე წიგნში – “კალიგულა”,სადაც იგი ირწმუნება,რომ ცხენის სენატორად დანიშვნა,გამოწვეული იყო,კალიგულას სენატორებისადმი და ზოგადად სენატისადმი უზომო ზიზღით.ამ ნაბიჯით მან ფაქტიურად,მთელ სენატს საქვეყნოდ დასცინა და ქვეყნის სამასხარაოდაც აქცია იგი.შესაბამისად,ისტორიკოსის მოსაზრებით “შლეგმა” კალიგულამ ინციტატუსი ერთგვარი პროვოკაციის საგნად გამოიყენა რომაელ სენატორთა გასაღიზიანებლად,რამაც საბოლოო ჯამში იგი სენატორთა შეთქმულების მსხვერპლადაც აქცია. (ავტორი გენია.ჯი)