მარკ ლენგჰორნ ტვენი – “ეპიზოდი”

დიდმა ამერიკელმა მწერალმა,სატირიკოსმა და იუმორისტმა – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზმა (1835-1910 წლები),იგივე – მარკ ტვენმა,სანამ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდოდა,მრავალი პროფესია გამოიცვალა.მათ შორის იყო შემდეგი პროფესიები – ლოცმანი,ჟურნალისტი და გამომგონებელიც კი.სწორედ ამ დიდმა მწერალმა გამოიგონა,დღესდღეობით ყველასათვის ცნობილი და ერთობ “პოპულარული” – “ბლოკნოტი”.საინტერესოა,რომ თავდაპირველად ბლოკნოტით მხოლოდ მსახიობები სარგებლობდნენ.ისინი თავიანთი შესასრულებელი როლების შესასწავლ ტექსტებს,ამ პატარა,თუმცა შედარებით მოსახერხებელ მცირე ზომის ბლოკნოტებში წერდნენ.ერთ-ერთმა ბიოგრაფმა მარკ ტვენისა,მწერლის აღნიშნული გამოგონების შესახებ იუმორით შენიშნა:

“ეს გახლავთ მისი ერთადერთი წიგნი,სადაც მარკ ტვენს საკუთარი ორიგინალური აზრები არა აქვს გადმოცემულიო.”