ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერალი და ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო თეორიტიკოსი -ვიქტორ მარი ჰიუგო (1802-1885 წლები),მიჩნეულია ისტორიაში ყველაზე პატარა წერილის ავტორად.ჰიუგოს იანტერესებდა წიგნებით მოვაჭრე მაღაზიის მფლობელისაგან,თუ როგორ იყიდებოდა და რა შემოსავალი მოჰქონდა,მის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რომანს “საბრალონი”,რომელიც მაღაზიის თაროებზე მრავლად იყო წარმოდგენილი (დაწერილ იქნა 1862 წელს). (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზნით,მან ადრესატს გაუგზავნა წერილი,რომელშიც მხოლოდ ერთადერთი სასვენი ნიშანი ეწერა:
პასუხად კი მწერალს,წიგნის მაღაზიის მფლობელისაგან,ასევე ერთადერთი სასვენი ნიშანი მიუვიდა:
მწერლის მიერ გაგზავნილი კითხვის ნიშანი,აღნიშნავდა იმას,თუ როგორ იყიდებოდა მისი ნაწარმოები,ხოლო პასუხად მიღებული ძახილის ნიშანი კი სიმბოლო იყო იმისა,რომ ჰიუგოს დიდებული რომანი – “საბრალონი”,იყიდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით! აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნული რომანის გაყიდვიდან შემოსულმა ჰონორარმა 400,000 ფრანკი შეადგინა,რაც იმ დროისათვის კოლოსალურ თანხას შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)