ყველაზე ახალგაზრდა კოსმონავტი
“გინესის რეკორდები”-ს წიგნში,როგორც ყველაზე ახალგაზრდა კოსმონავტი,რომელმაც ორბიტაზე გასვლა შესძლო (1966 წლის 6-7 აგვისტო),გახლავთ,წარმომავლობით რუსი კოსმონავტი – გერმან ტიტოვი (1935-2000 წლები).მან,დედამიწას 17-ჯერ შემოუფრინა (700 000 კილომეტრი) და საერთო ჯამში კოსმოსში – 25 საათი და 18 წუთი დაჰყო.ამ პერიოდში “რეკორდსმენი” კოსმონავტის ასაკი – 26 წელს შეადგენდა,რაც არც მანამდე დაფიქსირებულა და არც მას შემდეგ.მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებისა,მას მაინც პოლიტი N 2-ის სახელით მოიხსენიებდნენ,რადგან იმთავითვე იგი,იური გაგარინის დუბლიორ კოსმონავტს წარმოადგენდა.როდესაც კოსმოსური ხომალდი – “ვოსხოდ 1″,პირველად (1961 წლის 12 აპრილი) გადიოდა კოსმოსში ადამიანთან (იური გაგარინთან) ერთად,ტიტოვი კოსმოდრომზე იმყოფებოდა და თუკი რაიმე პრობლემა შეექმნებოდა პილოტ N 1-ს,ამ შემთხვევაში იგი გახდებოდა პირველი ადამიანი,რომელმაც “კოსმოსი დალაშქრა”.თუმცა საბოლოოდ იური გაგარინმა ტესტი შესანიშნავად ჩაატარა და საკუთარი სახელი,სამარადჟამოდ უკვდავყო.(ავტორი გენია.ჯი)
მას შემდეგ ათწლეულები გავიდა.თანამედროვე სამყაროში უამრავი ტექნოლოგიური სიახლე დაინერგა,მაგრამ ტიტოვის რეკორდი მაინც ვერავინ მოხსნა (ასაკის მხრივ).
2008 წლის 8 აპრილს,კოსმოსური ხომალდის “სოიუზ-TMA 11″-ის ეკიპაჟში,იმყოფებოდა სამხრეთ კორეელი კოსმონავტი ქალი,პროფესიით ბიოტექნიკური მეცნიერების დოქტორი – იი სოიონი,რომელმაც 29 წლის ასაკში “დალაშქრა” კოსმოსი.ეს ასაკი კი,ახალგაზრდა კოსმონავტების კოსმოსში გასვლის მხრივ,ტიტოვის შემდგომ,დღემდე მეორეა ისტორიაში.(ავტორი გენი.ჯი)
იი სოიონი