გივი ავალიანი – “ჩემი გალაქტიკა”
ახლა საგიჟეში ვითვლი ამხანაგებს,
ფანჯრებს ავაკარი წყევლა გისოსებად,
როცა ჩემს სიცოცხლეს ხსოვნა აჩანაგებს,
სივრცე უნამუსო-ლოცვით იმოსება.
***
არ მსურს მონატრება ჩემზე ვაბატონო,
გვერდით ოთახიდან მისტვენს ამნეზია,
ზოგჯერ უმიზეზოდ მძულხარ ქალბატონო,
(წუხელ მგლების ხროვა მთვარეს დაესია).
***
მე კი ახლაც ვზივარ,ვითმენ სიფიცხემდე,
რომ არ შევაჩვენო მთელი გალაქტიკა,
მინდა სიგიჟემდე ლექსებს მიფიცხებდე,
თუმცა უიღბლობამ ბედი ამატკია.
***
სივრცე უნამუსო ლოცვით იმოსება,
ახლა საგიჟეში ვითვლი ამხანაგებს,
ფანჯრებს ავაკარი თვლემა გისოსებად,
რასაც განვაგებდი,იგი არ განმაგებს.