“ასი ცხენის წაბლის ხე”
“ასი ცხენის წაბლის ხე” - ერთ-ერთი ის უძველესი და უდიდესი წაბლის ხეა მსოფლიოში,რომელიც ხარობს იტალიაში,სანტ-აფლიოს კომუნაში ლინგუაგლოსას გზასთან ახლოს,ვულკან ეტნას აღმოსავლეთ ფერდობზე.ეტნას კრატერიდან იგი 8 კილომეტრით არის დაშორებული.მისი ასაკი სპეციალისტთა ვარაუდით 2000-დან 4000 წლამდეა და განეკუთვნება წიფლისებრთა ოჯახს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხის შესახებ არსებობს ლეგენდა,რომლის თანახმადაც ჯოვანი I-ს არაგონელს (სხვა ვერსიით – ჯოვანი I ნეაპოლელი),რომელსაც თან ახლდა 100 ცხენოსანი რაინდი,ეტნისკენ მიმავალთ თავს დაატყდათ საშინელი ქარიშხალი.სწორედ ამ დროს შენიშნეს მათ უზარმაზარი წაბლის ხე,რომელსაც კაცმაც და ცხენმაც სასწრაფოდ თავი შეაფარა.მისი სახელწოდებაც – “ასი ცხენის წაბლის ხე”,ამ ლეგენდიდან მომდინარეობს.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ლეგენდა იტალიურ პოეზიასა და ფოლკლორში ხშირად მოიხსენიებოდა.მაგალითად ჯუზეპე ვილაროელიასა და ჯუზეპე ბორელოს შემოქმედებაში.დღესდღეობით,უძველესი წაბლის ხე რამდენიმე ტანისაგან შედგება,თუმცა ყველა ერთი ფესვის (ძირის) გახლავთ.როგორც 1780 წლის ცნობების თანახმად,ხის სრული დიამეტრი,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 57 მეტრს შეადგენდა.თუმცა,თანამედროვე ეპოქაში მისი ზომები ბევრად შემცირებულია.”ასი ცხენის წაბლის ხე” გინესის რეკორდების წიგნის ბინადარი მცენარეა,როგორც ყველაზე დიდი დიამეტრის მქონე ხე. (ავტორი გენია.ჯი)