ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი - ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები),რომელსაც ყველაზე დიდ კომპოზიტორად მიიჩნევდა მესამე რაიხის ფიურერი – ადოლფ ჰიტლერი,1837 წლის 20 აგვისტოს (24 წლის ასაკში) გაემგზავრა საფრანგეთში,რათა საკუთარი შემოქმედება გაეცნო იმ ქვეყანის მუსიკის მოყვარულთათვის.თუმცა,მისი ჩანაფიქრი დასაწყისში ურთულესი განსახორციელებელი აღმოჩნდა,რადგან პარიზი მისი შემოქმედების მიმართ – “სრულ დუმილს” ინარჩუნებდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ვაგნერმა საფრანგეთში თავდაპირველად ვერ მოიპოვა,ვერც პოპულარობა და ვერც ფული.მას იქ იმის საშუალებაც კი არ გააჩნდა,რომ ელემენტალურად თავი ერჩინა.იმავე პერიოდში ვაგნერი ისეთი დონის ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა,რომ იძულებული გახდა მისულიყო პარიზის ერთი პატარა და უსახელო ბულვარის თეატრში,რათა საკუთარი თავი შეეთავაზებინა ადმინისტრაციისათვის,როგორც საგუნდო მომღერალი,რათა შემდგომ ჩაერიცხათ ამავე თეატრის ადგილობრივ მომღერალთა გუნდში.თეატრს,იმ პერიოდში მართლაც სჭირდებოდა გუნდისათვის მომღერალი,თუმცა კონკურსანტს ისე არავინ მიიღებდა თუ კი მისი ხმის ტემბრს არ შეამოწმებდნენ. და აი კიდევ ერთი წარუმატებლობა,გენიალური კომპოზიტორის რიხარდ ვაგნერის სამუსიკო ხმა დაწუნებულ იქნა.შესაბამისად უარი განუცხადეს გუნდში ჩარიცხვაზეც.საბოლოო ჯამში,უდიდესმა კომპოზიტორმა გზა რთულად,მაგრამ მაინც გაიკვლია.პარიზში სამი წელიწადი დაჰყო (1842 წლის 20 აგვისტომდე) და სწორედ იქვე დაწერა მისი გენიალური ნაწარმოები (სიმფონიური უვერტიურა) – “ფაუსტი”,რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი. (ავტორი გენია.ჯი)