რუდოლფო აგრიკოლა
რუდოლფო აგრიკოლა - დაიბადა 1444 წლის 17 თებერვალს ბაფლოში, გრონინგენის სიახლოვეს (ნიდერლანდები).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ფილოსოფოსი და ადრეული წარმომადგენელი ჩრდილოევროპული ჰუმანიზმისა.მის ნამდვილ სახელს – რელოფ ჰუისმანი წარმოადგენდა.დაწყებითი სწავლა გრონინგენში დაიწყო.უმაღლესი განათლება,ბელგიის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო ცენტრში – ლევენში მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) იქვე მიანიჭეს თავისუფალი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.აგრიკოლამ სწავლის გაღრმავების მიზნით მალევე გაემგზავრა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.1476-1477 წლებში ცხოვრობდა იტალიაში,სადაც დაუახლოვდა ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოსახლებულ ბერძენ სწავლულებს.ამავე დროს დაუმეგობრდა,უძველესი იტალიური არისტოკრატიული გვარის დ’ესტეს დინასტიის ჰერცოგს (ავტორი გენია.ჯი),რომლისგანაც დიდ მხარდაჭერას ღებულობდა.იქვე გაიცნო ცნობილი ვორმსის ეპისკოპოსი – იოჰან დალბერგომი.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,აგრიკოლა ცდილობდა ქვეყანაში აემაღლებინა ადგილობრივთა ცოდნა და ინტერესი აღეძრა ძველი კლასიკური ლიტერატურის მიმართ.მოგვიანებით პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო გერმანიის ქალაქებში.ჯერ ჰაიდელბერგში და შემდგომ ვორმსში,სადაც საჯარო ლექციებს კითხულობდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი სახელი უფრო საკუთარივე ჰუმანისტური იდეალებით გახდა ფართოდ ცნობილი და პოპულარული,ვიდრე მისივე ლიტერატურული მოღვაწეობით.1539 წელს,გერმანიის ქალაქ კიოლნში,ლათინურ ენაზე 2 ტომად იქნა გამოცემული რუდოლფოს ნაწარმოებები და ზოგადად შემოქმედება.გარდა იმისა,რომ იგი დიდი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი იყო,ასევე დიდად გატაცებული გახლდათ მუსიკითა და მხატვრობით.თავადაც წერდა მუსიკალურ კომპოზიციებს.ნიდერლანდების ქალაქ გრონინგემში მდებარე წმინდა მარტინის ტაძარში,საეკლესიო ორღანზე დღემდე სრულდება მის მიერ დაწერილი ერთ-ერთი კომპოზიცია.დიდი ნიდერლანდელი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი – რუდოლფო აგრიკოლა გარდაიცვალა 1485 წლის 27 ოქტომბერს იტალიაში. (ავტორი გენია.ჯი)