ისტორიაში პირველი – “მთვარის ფოტო”
ისტორიაში პირველი,მთვარის ფოტო (ზემოთ გამოსახული სურათი),რომელიც ჩვენამდე იქნა მოღწეული,გადაღებულ იქნა დიდი ამერიკელი ფილოსოფოსის,ფოტოგრაფის,ისტრორიკოსის,ექიმისა და ქიმიკოსის - ჯონ უილიამ დრეიპერის (1811-1882 წლები) მიერ.მან,დედამიწიდან ასხლეტილი მზის სხივებით განათებული ღამეული მთვარე,პირველად ისტორიაში,ფოტოზე აღბეჭდა 1840 წელს.ცნობისათვის სრულიად პირველი ფოტო,მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიაში,გადაღებულ იქნა 1822 წელს გამოჩენილი ფრანგი გამომგონებლისა და “ფოტოგრაფიის ფუძემდებლის” – ჟოზეფ ნისეფორ ნეპსის (1765-1833 წლები),მიერ.თუმცა აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ ფოტოს ჩვენამდე არ მოუღწევია,მაგრამ ცნობილია მისი სახელწოდება – “ხედი ფანჯრიდან”. (ავტორი გენი.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ – ჯონ უილიამ დრეიპერი,წარმოადგენდა შესანიშნავ სწავლულს,რომლის მიერ 1875 წელს დაწერილმა წიგნმა,სახელწოდებით – “ისტორია კონფლიქტებისა,რელიგიებსა და მეცნიერებას შორის”,იმთავითვე უდიდესი გამოხმაურების საგნად იქცა,სამეცნიერო წრეებში.მიუხედავად იმისა,რომ დრეიპერი დიდად გატაცებული გახლდათ ფოტოგრაფიით და მრავალი ფოტოს ავტორიც გახლდათ,არც ერთ მის მიერ გადაღებულ ფოტოს ჩვენამდე არ მოუღწევია,გარდა ერთისა და ყველაზე მნიშვნელოვანი “ისტორიული ასტროფოტოგრაფიისა”.მან აღნიშნული ფოტოთი,დასაბამი დაუდო ფოტოგრაფიის პერსპექტივების განვითარებას მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)