ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
როდესაც გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა - ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ გაიგო,რომ მის დიდებულ ნაწარმოებს – “მოხუცი და ზღვა”(დაწერილი 1952 წელს),”ნობელის პრემია” მიენიჭა 1954 წელს,მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და თქვა:
“მას შემდეგ,რაც ჩემს ნაწარმოებს – “მდინარესთან,ხეების ჩრდილში”,დიდი კრიტიკა დაატყდა თავს,გადავწყვიტე ერთი აბზაციც კი აღარ დამეწერა ჩემს ცხოვრებაში.თუმცა,მალევე ერთი ცენტიც კი არ აღმომაჩნდა იმისათვის,რომ კრედიტორთა ვალები დამეფარა.სწორედ ასეთმა ფინანსურმა მდგომარეობამ მაიძულა,დამეწერა – “მოხუცი და ზღვა”.მას შემდეგ კი,საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხები: ნუთუ მწერლისთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო უფულობაა?” (ავტორი გენია.ჯი)