მუსტაფა ქემალ ათათურქი – “ეპიზოდი”
1912 წელს,ბერძნებთან ბრძოლის წინ,თურქული სახელმწიფოს დამაარსებელმა - მუსტაფა ქემალ ათათურქმა,რომელიც იმ პერიოდისათვის ოსმალეთის ჯარს ხელმძღვანელობდა დერნეში,ჯარისკაცებთან საუბარში აღნიშნა: “ჩვენი უმთავრესი მიზანი – ხმელთაშუა ზღვაა”.გაიმართა საშინელი სისხლისმღვრელი ბრძოლა ბერძენთა და თურქთა ჯარებს შორის,რომელიც საბოლოოდ ათათურქის ლაშქრის გამარჯვებით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) ბრძოლაში დამარცხებულ ბერძნებს ისღა დარჩენოდათ,”კაპიტულაციაზე”მოეწერათ ხელი.აღნიშნულ აქტზე ხელის მოსაწერად კი ათათურქის შტაბში ორი ბერძენი გენერალი – ტრიპუკისი და დიონისი გამოცხადდნენ.თუმცა,მანამდე,წინა დღეებში თურქმა მეთაურებმა და სამხედროებმა ათათურქისაგან მოითხოვეს,ბერძენ გენერალთა ვიზიტის დროს მოეწყოთ გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი,რათა მტერს საკუთარი თვალით ეხილა თურქთა გამარჯვებისაგან გამოწვეული სიხარული.ასეთი დახვედრა კი თავისთავად,ისედაც დამარცხებული ბერძნების კიდევ უფრო დამცირებისა და შეურაცყოფის გამომხატველი საქციელი იქნებოდა.თუმცა,ათათურქმა ეს იდეა სათავეშივე უარყო და ბერძენ სამხედრო პირებს ყოველგვარი გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმების გარეშე დახვდა.შეხვედრის დაწყების წინ ათათურქმა ბერძენ გენერლებს თავაზიანათ მიმართა: “დაბრძანდით ბატონებო,თქვენ შესაძლოა მგზავრობით დაღლილი ბრძანდებოდეთ”.კაპიტულაციის ხელმოწერის შემგომ დამარცხებულებს,როგორც ჯარისკაცმა,ჯარისკაცებს ეს სიტყვები უთხრა:
“ომი – ის თამაშია,სადაც საუკეთესოები ხშირად ვარდებიან გამოუვალ მდგომარეობაში”.
ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ათათურქს შესანიშნავად ახსოვდა უძველესი სიბრძნე: “აუცილებლად უნდა მისცე შესაძლებლობა ადამიანს,რაოდენი მტერიც არ უნდა იყოს იგი,საკუთარი სახის გადარჩენის და შენარჩუნებისა”.ამ წესით იცხოვრა მუსტაფა ქემალ ათათურქმა და დაიმსახურა კიდეც უდიდესი სიყვარული საკუთარი ხალხისა. (ავტორი გენია.ჯი)