პითაგორა სამოსელის ბიოგრაფიიდან…
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსის,მეცნიერის და ფილოსოფოსის,ცნობილი “პითაგორას თეორემის” ავტორის (რომელმაც პირველმა გამოთქვა მოსაზრება,რომ დედამიწა მრგვალი იყო) - პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 570-495 წლები) სახელი უფრო მეტსახელია,ვიდრე ნამდვილი.ასევე არსებობდა ძველი მწერლების ვერსია,რომლებიც ამბობდნენ, რომ პითაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სახელი მან მიიღო მას შემდეგ,რაც დელფის წინასწარმეტყველმა – პითიამ იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს – “ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პითიამ”).პითაგორას ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “დამაჯერებლად გამომსვლელს (მოსაუბრეს)”.ეს სახელი კი იმიტომ შეარქვეს,რომ ისევე ხშირად გამოხატავდა სიმართლეს,როგორც ორაკულები.პირველი მასწავლებელი პითაგორასი,ცნობილი სწავლული – ჰერმოდამასი გახლდათ.სამოსელის პირველივე ლექციაზე (რომელსაც 2000 მოსწავლე ესწრებოდა) იმდენად მოინუსხენ დამსწრეები,რომ სახლში ლექციიდან არავინ დაბრუნებულა.სწორედ ამ 2000-მა ადამიანმა შემოიკრიბა შემდგომ ირგვლივ საკუთარი ოჯახის წევრები,ახლობლები და დააარსეს კიდეც უზარმაზარი მისტიკური,რელიგიური და სამეცნიერო-ფილოსოფიური სკოლა,რომლის მოსწავლეებსაც “პითაგორელებად” მოიხსენიებენ დღემდე.პითაგორა ყველა მის მოსწავლეს მოუწოდებდა ჰყვარებოდათ მუსიკა,ხელოვნება და აუცილებლად შეესწავლათ ჰომეროსის გენიალური პოემიდან – “ილიადა” და “ოდისეადან” თუნდაც ნაწყვეტები.სამოსელის უამრავი დებულება იქნა იმ ძველი ბერძნული სახელმწიფოს კანონებში ასახული,რომელმაც საბოლოო ჯამში უდიდესი ისტორია და სახელი მოიპოვა მსოფლიო ცივილიზაციათა შორის (თუმცა ეს მოგვიანებით იყო).მანამდე კი სრულიად ახალგაზრდა 18 წლის პითაგორა,როგორც დიოგენე ლაერტი გვამცნობს,ცნობილი ტირანის – პოლიკრატეს რეკომენდაციით ეგვიპტის ფარაონ ამასისუსთან გაემგზავრა ეგვიპტეში,რათა ღრმად გაცნობოდა აღმოსავლურ სიბრძნესა და სწავლებებს.სწორედ ამ რეკომენდაციამ გაუღო პითაგორას კარები ისეთ საიდუმლოებების გაცნობისა ეგვიპტის შესახებ,რომელზედაც სხვა უცხოელ სწავლულებს ხელი არ მიუწვდებოდათ.ეგვიპტეში ჩასვლას პითაგორამ რამდენიმე წელი მოანდომა.თუმცა ჩასვლის შემდგომ საბოლოოდ მან ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში 22 წელი დაჰყო.მოგვიანებით იგი ეგვიპტიდან იძულებულების წესით ბაბილონში აღმოჩნდა,.როგორც ტყვე.რადგან ჩვ.წ.აღ-მდე 525 წელს სპარსეთის მეფემ ქამბიზმა დაიპყრო ეგვიპტე,რა დროსაც პითაგორა ტყვედ იქნა აყვანილი. (ავტორი გენია.ჯი) ბაბილონში 12 წელი იცხოვრა და სწორედ იქვე ამოხსნა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო “ეგვიპტური სამკუთხედისა”.ასევე არის ცნობები,რომ პითაგორამ ინდოეთშიც იმოგზაურა და სამშობლოში საბოლოოდ 50 წლის ასაკში დაბრუნდა.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იქცევს იგი საზოგადოების უდიდეს ყურადღებას.თუმცა ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნის დასასრულს პითაგორას საწინააღმდეგო კამპანია გაჩაღდა,რის გამოც იძულებული გახდა მეტაპონტში გადასულიყო,სადაც გარდაიცვალა კიდეც. ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში ციცერონის დროს,პითაგორას საძვალე ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა მოსახლეობისათვის.დიოგენეს მტკიცებით – პითაგორა სამოსელი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა,ხოლო სხვადასხვა წყაროები კი მისი გარდაცვალების ასაკად 90 წელს ასახელებენ.ასევე არსებობს ვარაუდები იმის შესახებ,რომ პითაგორა მოკლულ იქნა მეტაპონტში,ანტიპითაგორელთა გამოსვლების დროს.არისტოქსენეს წყაროების თანახმად,მას არსად უმოგზაურია და ყველა ის ცნობა და ცოდნა,რომლითაც გამოირჩეოდა – თემისტოკლე დელფიელისაგან მიიღო.იმ თემისტოკლესაგან,რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ მიკარგულ და მიუვალ ადგილას ცხოვრობდა.თანამედროვე მეცნიერები დღემდე იკვლევენ პითაგორას ბიოგრაფიასა და მის დიდებულ მეცნიერულ სწავლებებს.იმ სწავლებებს,რომლებიც თანამედროვე სამყაროშიც კი აოცებს კაცობრიობას. (ავტორი გენია.ჯი)