იცით თუ არა,რომ
1. გაერთიანებული სამეფოს საიმპერატორო გვირგვინი სახელმწიფოს კერძო საკუთრებაა და არა რომელიმე მონარქის.
2. დიდი ძველბერძენი გეოგრაფი,ასტრონომი და მათემატიკოსი – კლაუდიუს პტოლემე (87-165 წლები),თავის ნაშრომებში,ჯერ კიდევ I-II საუკუნეებში მოიხსენიებდა ქალაქს,სახელწოდებით – მეტროპოლისი,რომლის ადგილას ახლა უკრაინის დედაქალაქი – კიევია განთავსებული.თუმცა,ოფიციალური მონაცემების თანახმად კიევი დაარსებულ იქნა VI-VII საუკუნეებში.
3. “ნაადამი” ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიებაა მონღოლეთში.იგი,ფაქტიურად ოლიმპიური თამაშების ანალოგი ტურნირია და ყოველწლიურად,ზაფხულში იმართება ქვეყნის დედაქალაქ ულან-ბატორში. (ავტორი გენია.ჯი)
4. პირველი კაფე-სანაყინე 1672 წელს გახსნილ იქნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. XVIII საუკუნეში კაფე-სანაყინეების მუდმივი კლიენტები გახლდნენ,ისეთი დიდი ფრანგი მოაზროვნეები,როგორებიც იყვნენ – ვოლტერი და დენი დიდრო.
5. ყველაზე ძველი,დღემდე ფუნქციონირებადი დემოკრატია ისლანდიაშია.
6. ალპების მთებს,შვეიცარიის 2/3 ტერიტორია უკავია.
7. პირველი კერამიკული ნაკეთობების დამამზადებელი ქარხანა გახსნილ იქნა ლიხტენშტეინში 1836 წელს.
8. ამერიკის სეერთებული შტატების 43 პრეზიდენტიდან – 27 პროფესიით იურისტი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
9. ყველაზე ხალხმრავალი მეტროს სადგური მსოფლიოში,განთავსებულია იაპონიის დედქალაქ ტოკიოში.აღნიშნული სადგურის სახელწოდება გახლავთ – “იკებუკურო”,რომელიც 24 საათის განმავლობაში,საშუალოდ 491 958 მგზავრს ემსახურება.
10. თავდაპირველად “დანტისტები” (სტომატოლოგები) მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.1829 წლიდან კი ასეთივე პროფესიის მატარებლები ქალებიც გახდნენ.