“ყველაზე სახიფათო სოციალური სტატუსი”

რა არის სოციალური სტატუსი? ეს გახლავთ ამა თუ იმ ადამიანის მდგომარეობა საზოგადოებაში,დამახასიათებელი თავისი სპეციფიკური ნიშნებით.სოციალური სტატუსი არა მარტო პროფესია,არამედ მემკვიდრეობაცაა,რომელიც შედგება მრავალი ფაქტორის ერთობლიობით.არსებობს მრავალი ისეთი სოციალური სტატუსი,რომლებიც მეტ-ნაკლებად საფრთხის მატარებელია.ბრიტანელი მეცნიერების მიერ შესწავლილ იქნა მრავალი ისტორიული მასალა,რომლის მიხედვითაც დადგენილ იქნა,რომ ადრინდელი საუკუნეების ყველაზე სახიფათო სოციალური სტატუსის მატარებლები,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – მეფეები გახლდნენ.მათი სოციალური სტატუსის საფრთხე ოთხჯერ აღემატებოდა იმ სამხედროების სოციალურ სტატუსსაც კი,რომლებიც ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას. (ავტორი გენია.ჯი) ბრიტანელ მეცნიერთა და ისტორიკოსთა მიერ,გამოკვლეულ იქნა 1500-მდე იმ ევროპელი მონარქების პირადი ბიოგრაფიები,რომლებიც მცხოვრებნი 600 წლიდან 1800 წლის ჩათვლით პერიოდებში.დადგენილ იქნა,რომ მათმა მეხუთედმა სიცოცხლე ძალადობრივი გზით დაასრულა.სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ყოფილა ისეთი ქვეყნები,რომლებშიც მეფის სოციალური სტატუსი – თავისთავად იწვევდა სიკვდილს ასოციაციას არაბუნებრივი გზით.მაგალითად: შოტლანდიაში 889 წლიდან 1094 წლის ჩათვლით,17 მეფიდან 15-მა სიცოცხლე ძალადობრივი გზით დაასრულა.ასეთი შემთხვევები ფიქსირდება სხვა არაერთი ქვეყნის სიტორიაშიც.გავიდა საუკუნეები და შესაბამისად სოციალური სტატუსები დარჩა სოციალურ სტატუსებად,თუმცა საფრთხის მატარებლობის მხრივ აბსოლუტურად შეიცვალა მდგომარეობა.დღესდღეობით საფრთხის სტატუსის მქონე პროფესიები გახდა ისეთი პროფესიები,როგორებიცაა – ბუღალტრები,ექიმები,მაღაროელები და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი)