ჟან ბატისტ ლამარკი
ჟან ბატისტ ლამარკი - დაიბადა 1744 წლის 1 აგვისტოს ბაზანტენში (სომას დეპარტამენტი,პიკარდის რეგიონი – საფრანგეთი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ბუნებისმეტყველს,ბიოლოგსა და პირველი სრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელს.ლამარკი იყო ის პირველი ბიოლოგი მსოფლიოში,რომელმაც სცადა შეექმნა ცოცხალი სამყაროს მთლიანი,თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი აგებულების მქონე “ევოლუციის თეორია”თანამედროვე მეცნიერებაში,ისტორიაში ერთ-ერთ ევოლუციურ კონცეფციას – “ლამარკიზმად” მოიხსენიებენ.მის მიერ შემუშავებული ევოლუციური ტეორიის შესახებ,დღემდე მიმდინარეობს ცხარე დისკუსიები მეცნიერებსი. (ავტორი გენია.ჯი) ლამარკი,ღარიბი თავადაზნაურის ოჯახს მეთერთმეტე შვილად მოევლინა.მისი წინაპარი მამაკაცების უმრავლესობა (როგორც დედის მხრიდან,ასევე მამის მხრიდან) სამხედრო პირები იყვნენ.გარდა ამისა სამხედრო პირები გახლდნენ,ლამარკის მამა და მისი უფროსი ძმები.პატარა ლამარკს მამა ხშირად ესაუბრებოდა ადამიანის სულიერ მხარეებზე,რამაც მის შემდგომ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია.სასწავლებლად მიაბარეს იეზუიტთა კოლეჯში.თუმცა მამის გარდაცვალების (1761 წელს) შემდეგ მიატოვა სასწავლებელი და მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო სამსახურში.მონაწილეობა მიიღო შვიდწლიან ომში საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის (1756-1763 წლები).ომის დასრულების შემდეგ მიემგზავრება პარიზში,სადაც სწავლა განაგრძო სამედიცინო სკოლაში.გატაცებული იყო ბოტანიკით და ზოოლოგიით.რასაც მიუძღვნა კიდეც უამრავი ნაშრომი.1778 წელს აქვეყნებს წიგნს – “საფრანგეთის ფლორა”,რომელიც ავტორმა სამ ტომად გამოსცა. (ავტორი გენია.ჯი) მასში აღწერილია საფრანგეთში გავრცელებული უამრავი მცენარის სახეობები და მათი მოვლის საშუალებები.ამ წიგნმა ლამარკის მიმართ უდიდესი ინტერესი გამოიწვია და იგი ერთობ პოპულარულ ბუნებისმეტყველადაც აქცია.მალევე არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.1781 წელს კი 37 წლის ასაკში იგი დანიშნულ იქნა საფრანგეთის სამეფო კარის მთავარ ბოტანიკოსად. (ავტორი გენია.ჯი).1789-1794 წელბში,მხარს უჭერდა საფრანგეთის რევოლუციებს.იგი მიიჩნევდა,რომ აღნიშნულმა რევოლუციებმა,უამრავი ფრანგის ბედი ძირეულად შეცვალა.თუმცა,1793 წელს ლამარკისათვის ერთობ მოულოდნელად დაიწყო ძველი სამეცნიერო დაწესებულების ან დახურვა,ან კიდევ გარდაქმნა.იმავე წელს,რეორგანიზაცია ჩაუტარდა იმ სამეფო ბოტანიკურ ბაღს,სადაც თავად მუშაობდა. 1791-დან 1810 წლის ჩათვლით აქვეყნებს ტერთმეტ ტომს – მეტეოროლოგიის,ფიზიკისა და ქიმიის შესახებ.1793 წელს შესთავაზეს ზოოლოგიის კაბინეტის კათედრის ხელმძღვანელობა -” ბუნების ისტორიის მუზეუმში”,რომელიც თავის მხრივ სამეფო ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციის შედეგად იქნა ჩამოყალიბებული.იქვე ხდება კათედრის პროფესორი.აღნიშნულ კათედრას დიდი მეცნიერი 24 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.ლამარკმა დაწერა კანონები ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის შესახებ.სწორედ ლამარკი მიიჩნევა ჩარლზ დარვინის წინამორბედად,რომლის მიერ გაკვალულ გზასაც შემდგომ გაჰყვა დარვინი.1809 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ზოოლოგიის ფილოსოფია”.სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მას მსოფლიო აღიარება.მიუხედავად მისი გენიალურად გავლილი ცხოვრებისა,სიკვდილის წინ იგი ყველასაგან მიტოვებული აღმოჩნდა.ამავე პერიოდში იგი საბოლოოდ დაბრმავდა.ერთადერთი რაც შთამომავლებისაგან დარჩა,იყო ქალიშვილი კაროლინა,რომელიც მას სიკვდილამდე ერთგულად უვლიდა.ჟან ბატისტ ლამარკი გარდაიცვალა 1829 წლის 18 დეკემბერს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში,80 წლის ასაკში.ლამარკის მიერ შექმნილმა ნაშრომებმა კი აქტუალურობა დღემდე არ დაჰკარგა და სამართლიანად ითვლება ჩარლზ დარვინისათვის გზის გამკვალავად საბუნებისმეტყველო მეცნიერების ლაბირინთებში. (ავტორი გენია.ჯი)