“აჰიმსა”

“აჰიმსა” - ინდუისტურ,ბუდისტურ და ჯაინისტურ რელიგიებში,გახლავთ ცნება – “ქმედება ძალადობის გარეშე,არა მარტო ქმედებით,არამედ გაფიქრებითაც კი,ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ”.ძირითადად კავშირშია ცხოველთა შებრალებასა და მათი ხორცის საკვებად არ გამოყენებასთან.ბრიტანული მმართველობის პერიოდში,როდესაც ინდოელი ხალხი,მშვიდობიანი გზით იბრძოდა კოლონისტების წინააღმდეგ,ინდოეთის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა – მაჰათმა განდიმ ეს რელიგიური მცნება დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა.იგი თავი თავში გულისხმობდა პასიურ დაუმორჩილებლობასა და არაძალადობრივ წინააღმდეგობას.მოგვიანებით,ბევრი ინდოელისათვის “აჰიმსა” ერთგვარ,მთავარ მორალურ პრინციპადაც კი ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) “მაჰაბჰარატას” თანახმად არნიშნული ცნება მოხსენიებულია,როგორც – უმაღლესი დჰარმა,საუკეთესო საჩუქარი,მწვერვალი თვითკონტროლისა,უძლიერესი ძალა,საუკეთესო შესაწირი,საუკეთესო მეგობარი,საუკეთესო ჭეშმარიტება და უმაღლესი სწავლება.”მაჰაბჰარატაში” გარკვევით წერია:

“ის,ვისაც სურს ასაზრდოოს საკუთარი სხეული,სხვა ცოცხალი ორგანიზმების გამოკვებით,ცხოვრობს ტანჯვაში,მიუხედავად იმისა თუ რა ფორმით არის მოვლენილი სამყაროში”.

“აჰიმსა”,როგორც ძალადობრივი მოვლენის ყოველგვარი უარყოფა,მოიცავს ყველა სულიერის მიმართ ჰუმანურ მოპყრობას,ეს ეხება როგორც ადამიანებს ასევე ცხოველებს.აღსანიშნავია,რომ ეს ცნება,არა მარტო მაჰათმა განდის არაძალადობრივ ბრძოლის ისტორიას გვაგონებს,არამედ საუკუნეებით ადრე მომხდარ იმ ისტორისაც გვახსენებს,რომელიც ცხოველებს ეხება.კერძოდ: ასკეტმა-ბერმა ჯაირა ჰირავიდჯავია-სურმა,დაარწმუნა მუსულმანი იმპერატორი აქბარი (1556-1605 წლები),იმაში,რომ აღარ გაენადგურებინა ცხოველები.იმპერატორს მან ისეთ დონეზე აუხსნა “აჰიმსას” ცნება,,რომ აკბარმა ნადირობაზეც კი საბოლოოდ აიღო ხელი.ცნობისათვის,”აჰიმსას” ცნებას დიდ ყურადღებას უთმობენ ვეგეტარიანელები და მას ფართოდაც ავრცელებენ საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)