“წელიწადი ზაფხულის გარეშე”
“წელიწადი ზაფხულის გარეშე” - ინგლისურ ენაზე – “Year Without a Summer”,შესაძლოა ასევე მოვიხსენიოთ,როგორც – ”სიღატაკის წელიწადი”,მსოფლიო ისტორიაში დაფიქსირებულ იქნა 1816 წელს.ეს გახლდათ ყველაზე ცივი პერიოდი კაცობრიობის ისტორიისა,მას შემდეგ,რაც ადამიანმა მეტეოროლოგიური დაკვირვება დაიწყო ბუნებაზე.ამერიკაში აღნიშნულ წელიწადს მოიხსენიებენ,როგორც – “Eighteen hundred and frozen to death”,რაც თარგმანით აღნიშნავს “ათასრვაასი გაიყინა სიკვდილამდე”. (ავტორი გენია.ჯი) 1816 წელი გამოირჩა კლიმატის იმ განსაკუთრებული ცვლილებებით,რომელმაც უდიდესი ნეგატიური გავლენა იქონია არა მარტო ბუნებაზე,არამედ ყოველ სულიერ არსებაზეც.1816 წლის ზაფხული ევროპის კონტინენტის ჩრდილოეთ და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში,გამოირჩა ძალიან დაბალი ტემპერატურით.აღსანიშნავია,რომ უკვე პირველი ყინვები,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თვეში – აგვისტოში დაიწყო.ამ მოვლენამ კი თავის მხრივ ევროპაში,კანადასა და ამერიკაში,სრულიად გაანადგურა მოსავლის უდიდესი ნაწილი.პროდუქტის დეფიციტმა ბაზარზე ფასები 10-ჯერ გაზარდა,რამაც როგორც წესი გამოიწვია საშინელი შიმშლი და დაავადებები.დაიწყო ევროპიდან ადამიანთა დიდი ნაწილის ემიგრირება,შედარებით თბილი კლიმატის ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) 1816 წლის 5 ივნისს კანადის ულამაზეს ქალაქ კვებეკში დაიწყო ძლიერი წვიმები,რომელიც რამდენიმე დღეში თოვლმა შეცვალა.მონრეალში საშინელი ქარბუქი მძვინვარებდა.ტემპერატურა ნულს ქვემოთ დავიდა.თოვლის საფარმა ზაფხულის თვეებში,ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.შეწყდა ყოველგვარი საგზაო ტრანსპორტის მიმოსვლა.შესაბამისად ქალაქების ქუჩებში გამოჩნდა ციგები.ასეთმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ევროპისა და ამერიკისათვის კატასტროფული შედეგები გამოიწვია.1817-1819 წლებში,ადამიანების სიკვდილიანობა რამდენჯერმე გაიზარდა.მეცნიერებისათვის უმთავრესი მიზანი,გახლდათ ის,რომ დაედგინათ,თუ რამ გამოიწვია საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმა.მალევე დადგენილ იქნა მისი უმთავრესი მიზეზიც და იგი გახლდათ მოქმედი სტრატოვულკანი – ტამბორა,რომელიც იმ ტერიტორიებიდან,სადაც ზაფხული-ზამთრად იქცა,ძალიან შორს,ფაქტიურად სამყაროს მეორე ნაწილში – ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე მდებარეობდა.1812 წლიდან ვულკანმა დაიწყო აქტიური ქმედებები.1815 წელს დაფიქსირდა ვულკანის – “ტამბორას” საშინელი ამოფრქვევის პიკი.იგი იმდენად ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა გახლდათ,რომ სპეციალისტებმა “ვულკანური ამოფრქვევების ცხრილის” უმაღლესი – 7 ბალიანი შეფასება მიანიჭეს.ასეთი ტიპის ამოფრქვევები კი თავის მხრივ “ვულკანური წარმომავლობის მქონე ზამთარის ეფექტის” გამომწვევებია. (ავტორი გენია.ჯი) 1920 წელს ამერიკელმა მეცნიერმა – უილიამ ჰამფრეისმა,კიდევ უფრო ღრმად დაიწყო ამ ანომალური მოვლენის შესწავლა და დაადგინა,რომ ვულკანი ამოიფრქვა 1815 წლის 5 აპრილს.ამოფრქვევის შემდეგ წარმოქმნილი კვამლი დედამიწიდან 40 კილომეტრ სიმაღლეზე – სტრატოსფეროში გავრცელდა.მისივე დასკვნით ამოფრქვეულ იქნა 80-იდან 350 მილიონ ტონამდე გოგირდის ნაერთი.ჰაერის მასები კი გფანტულ იქნა ატმოსფეროში,რამაც შედეგად დედამიწის სულ სხა რეგიონებში ამოიწვიე – “ვულკანური ზამთარი”.ვულკანი – “ტამბორადან” ამოფრქვეული გოგირდის ნაერთების გავრცელება ატმოსფეროში 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა,რამაც შედეგად სრული კლიმატური კატასტროფა გამოიწვია.სწორედ ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო,აღნიშნულმა ანომალიურმა ბუნებრივმა კატაკლიზმამ,ისტორიაში სახელი დაიმკვიდრა,როგორც “წელიწადი ზაფხულის გარეშე”. (ავტორი გენია.ჯი)
ვულკანი – “ტამბორა”