“იაპონიის საიმპერატორო დინასტია”
“იაპონიის საიმპერატორო დინასტია” - ერთ-ერთი უძველესი და უწყვეტად მმართველი სამეფო დინასტიაა მსოფლიო ისტორიაში.დღევანდელი იმპერატორი აკიჰიტო,რიგით 125-ე იმპერატორია იაპონიისა.მან ეს ტიტული მემკვიდრეობით მამისაგან მიიღო და თავადაც შემდეგ,როგორც წესი,შვილს გადაულოცავს.ასე გრძელდება “ამომავალი მზის” ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათასი წელიწადია.სათავეს დინასტია იღებს,იაპონურ მითოლოგიაში მზის ქალღმერთისა და თითქმის ყველაზე წმინდა შიონისტური უმაღლესი ღვთაების – ამატერასუსაგან.დღემდე მიიჩნევა,რომ სწორედ ამატერასუს შვილიშილი – ძიმუ (ძვ.წ.აღ-ით 711-585 წლები),იყო იაპონიის პირველი იმპერატორი,რომელიც ქვეყნის მართვას შეუდგა ძვ.წ.აღ-ით 660 წელს.თანამედროვე იაპონელი ისტორიკისებისთვის,დღემდე დაუდგენელია სინამდვილეში არსებობდა თუ არა ძიმუ.ბევრს ეს უბრალოდ ლამაზ ლეგენდადაც მიაჩნიათ.მიუხედავად ამისა,უძველესმა ისტორიულმა ქრონიკებმა შემოგვინახა იაპონიის შემდგომი იმპერატორების სახელები და ბიოგრაფიები.მათ შორის იყვნენ დედოფლებიც.სულ იაპონიის საიმპერატორო ტახტს მხოლოდ 9 იმპერატორი-ქალი ფლობდა.ბოლო მათ შორის იყო – გო-საკურამატი,რომელიც ქვეყანას მართავდა 1762-1771 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მას მხატვრები,როგორც მამაკცს ისე გამოსახავდნენ.მას შემდეგ დღევანდელ დღემდე საიმპერატორო ტახტზე მხოლოდ საიმპერატოროვე შთამომავლობის მამაკაცები ადიან. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ისიც,რომ ამომავალი მზის ქვეყნის იმპერატორები გვარს არ ატარებენ.ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა,რომ მათ ფაქტიურად გვარი არ სჭირდებოდათ და არ სჭირდებათ დღესაც.სწორედ ამიტომ არის,რომ მათ მხოლოდ სახელებით მოიხსენიებენ.ერთადერთი მათი უმთავრესი სტატუსი “ქვეყნის მმართველობაა” და ისინი იაპონელი ხალხისათვის (რაოდენ ცუდი იმპერატორიც არ უნდა იყოს) თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენენ.ამ უდიდესი პატივის საფუძველი გახლავთ ისიც,რომ მათ სინტოიზმის უმაღლეს სასულიერო პირებად მიიჩნევენ და შესაბამისად დიდი რელიგიური ფუნქციის მატარებლებიც არიან.იაპონელთა წარმოდგენით მათ იმპერატორებს დროის მართვაც კი ძალუძთ.ამ მიზეზთა გამო,ქვეყანაში გარანტირებულია იმპერატორების ხელშეუხებლობა. 2670 წლის მანძილზე დინასტიის იმპერატორობის მმართველობისა,ისტორიას არ ახსოვს მათ წინააღმდეგ გამოსვლები იმპერატორისთვის ტახტის დატოვების მოთხოვნით. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურად,მეორე მსოფლიო ომში ჰიროჰიტოს მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერაც საკმარისი იქნებოდა.მიუხედავად იმისა,რომ იაპონია სასტიკად დამარცხდა,არავის აზრად არ მოსვლია მისი ტახტიდან გადაყენება.იაპონიაში პოლიტიკური ბრძოლები ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა არა ტახტის დასაკავებლად,არამედ იმისათვის,რომ იმპერატორის სახელით და მისი მფარველობით ესარგებლათ,რაც მათ ამა თუ იმ რეგიონის მმართვის სადავეებს ჩაუგდებდა ხელში.იაპონელთა ლეგენდებისა და რწმენის მიხედვით,თუ კი ოდესმე ისინი იმპერატორის წინააღმდეგ გამოვლენ და ტახტს დაატოვებინებენ,ასეთ შემთხვევაში ღმერთები მათ ქვეყანას მიატოვებენ,რაც იაპონიისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.ისტორიულად,იმპერატორებს არ ჰქონდათ უფლება ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა და სათავეში ჩადგომოდნენ არმიას.მატი სიცოცხლე უმთავრესი იყო ქვეყნისათვის.დღესდღეობით კი არ აქვთ უფლება პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა,ან გავლენა იქონიონ მასზე.ყოველი იმპერატორი ტახტზე ასვლის შემდეგ,თავისი ეპოქის შესაბამის ახალ დევიზს ირჩევდა და შესაძლებელი იყო ეს დევიზი წელიწადში რამდენჯერმეც კი შეეცვალა.თუმცა,დღეს მხოლოდ ერთი დევიზის არჩევის უფლება აქვთ,რადგან ასე უფრო მოსახერხებელია არა მარტო მისთვის,არამედ მოსახლეობისათვისაც.იაპონიის იმპერატორთა ტრადიციები ბევრად განსხვავდება სხვა ქვეყნების საიმპერატორო ტრადიციებისაგან,რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის მათ შესახებ მოპოვებულ ცნობებს. (ავტორი გენია.ჯი)