“შუმერების ცივილიზაციის” უნიკალური მიღწევებიდან…
“შუმერთა ცივილიზაცია” - მეცნიერთა და ისტორიკოსთა მიერ მიჩნეულია იმ ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციად კაცობრიობის ისტორიაში,რომელიც შეიქმნა 6000 წლის წინად და იარსება დაახლოებით 2000 წელიწადი.ბევრი სპეციალისტი დღემდე თავდაუზოგავად მუშაობს ამ უნიკალური ცივილიზაციის ისტორიის შესწავლაზე.თუმცა არის საკითხები,რომლებიც დღემდე გაუშიფრავი და საიდუმლოებებით არის მოცული. (ავტორი გენია.ჯი) თუნდაც ის,თუ საიდან წარმოიშვა აღნიშნული ცივილიზაცია.ყველა ფაქტი მოწმობს,რომ შუმერთა ცივილიზაცია ძალიან განვითარებული იყო.მათ კაცობრიობის ისტორიაში პირველად შემოიტანეს დამწერლობა და სრული ინფორმაცია მზის სისტემის შესახებ.ამ ცივილიზაციასვე ეკუთვნის პირველი პოემა – “ოქროს საუკუნე”.ასევე ელეგიური ჟანრის,ოდას,აფორიზმებისა და ანდაზების სემოტანა.იქვე ჩაეყარა საფუძველი ყველა ინფორმაციის ერთად თავმოყრას,რომელსაც დღეს ჩვენ – ბიბლიოთეკას ვუწოდებთ.ასეთ საცავებში 30000-მდე თიხის ფირფიტებზე დაწერილი ცნობები იყო დაცული სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებსა თუ მეცნიერებებზე.”შუმერთა ცივილიზაციამ” ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 4000 წლის წინად დაუდო სათავე დღევანდელი პარლამენტისმაგვარ ორ პალატიან სისტემას.იქვე ჩნდება პირველი დემოკრატიული საზოგადოების ნიშნები.გამოიგონეს ბორბალი,ხმარებაში შემოვიდა პირველი ვერცხლის ფულადი ერთეული,პირველად გადაადნეს ლითონი,საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე მედიცინის პირველსაწყისს და ისინი იყვნენ ის პირველი ხალხი,რომლებიც მედიციანში არ გამოიყენებდნენ არანაირ მაგიასა და ჯადოქრობას. (ავტორი გენია.ჯი) ფლობდნენ არა მარტო თერაპევტულ ცოდნას მედიცინისა,არამედ ჰყავდათ ქირურგებიც.აღსანიშნავია,რომ დღევანდელ დღემდე,რიგი აღმოსავლეთის ქვეყნების სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენებულია რეცეპტები ძველი შუმერების უძველესი მედიცინიდან.მათ საკმაოდ კარგად ჰქონდათ დახვეწილი ჰიგიენა და ჰიგიენური პროცედურები.ეს კი იმ დროისათვის მართლაც უდიდესი პროგრესის მაჩვენებელი გახლდათ კაცობრიობისა.ნავთობს შუმერები ბევრად კარგად იცნობდნენ და მოიხმარდნენ,ვიდრე მათი შემდგომი ცივილიზაციები ათასწლეულების მანძილზე.ნავთობისგან ამზადებდნენ საღებავებს,წებოებს და გამოიყენებდნენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (გასათბობად და ასე შემდეგ).აღსანიშნავია,რომ ასფალტსა და ბიტუმს ისინი გზის მოპირკეთების დროსაც ხმარობდნენ,თუმცა არა ისე მასიურად,როგორც შემდგომი ეპოქების ბაბილონში. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ კიდევ 5000 წლის წინად ძალიან კარგად ჰქონდათ შესწავლილი მზის სისტემა.იცოდნენ ყველა პლანეტის არსებობის შესახებ,მათ შორის პლანეტა ურანისა (რომელიც თანამედროვე ასტრონომიაში,მე-XVIII საუკუნეში იქნა აღმოჩენილი).პირველი კალენდარი კი თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე 3760 წლით.შესანიშნავად ფლობდნენ მათემატიკას,რომელიც ერთ-ერთი ურთულესი სისტემით ჰქონდათ შედგენილი.ზემოთ მოყვანილი ფაქტები,მხოლოდ მცირედი ნაწილია შუმერთა ცივილიზაციის მიღწევებისა.შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ,ამ უნიკალური ცივილიზაციის შესახებ,რომ “დროს გაასწრეს”.დღემდე მიდის კამათი ისეთ საკითხებზე,რომლებიც ვერ ამოუხსნიათ თანამედროვე მეცნიერებს.მაგალითისათვის მოსაყვანად პლანეტა – ნიბირუც საკმარისი იქნებოდა,რომლის არსებობის შესახებაც მზის სისტემაში,შუმერები უზველესი პერიოდიდან გვაწვდიდნენ ცნობებს. და ვინ იყვნენ შუმერები? საიდან მოვიდნენ და საიდან მიიღეს ესოდენ დიდი ცოდნა? ამ საკითხის ირგვლივ არსებობს უამრავი ვერსიები; დაწყებული ღვთისაგან,დამთავრებული თეორიით უცხოპლანეტელთა მიერ წარმოგზავნის შესახებ.თუმცა დღემდე ზუსტად ვერავინ დაადგინა ეს უდიდესი საიდუმლო. (ავტორი გენია.ჯი)