“საოცარი სახელების მქონენი”

თანამედროვე სამყაროში,არც თუ ისე იშვიათ მოვლენას წარმოადგენს საოცარი სახელებისა და გვარების მქონე ადამიანების ხილვა.ყველაზე უცნაური სახელების მქონე ქალაქად მსოფლიოში,მიჩნეულია ინდოეთში მდებარე მცირე მოცულობის მქონე ქალაქი – კანდხმალი,სადაც შესაძლოა ხშირად მოისმინოთ შემდეგი სახის მისალმება: “დილა მშვიდობისა,ორ კილოგრამიანო ბრინჯო!” ან კიდევ “გამარჯობა,ვერცხლის დოლარო!”

ასეთი გასაოცარი სახელების მქონენი,ზემოთ აღნიშნული ქალაქში,საკმაოდ მრავლად მოიძებნებიან.

გარდა ამისა,ყველაზე გრძელი სახელის მქონეც მსოფლიოში,სწორედ ინდოეთში ცხოვრობს.მისი სახელი,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 1478 ასოსაგან შედგება და გვარად – ბრახმატრა არის.ამ პიროვნების სახელში მოცემულია,მრავალი ისტორიული ობიექტი,მეცნიერების,დიპლომატებისა და სხვა ცნობილ ადამიანთა სახელები.აღსანიშნავია,ისიც,რომ მისი სახელის წაკითხვას ათ წუთამდე დრო ესაჭიროება.

გრძელი სახელის მქონე,თუმცა არა ასეთი,როგორიც ზემოთ ავღნიშნეთ,ჰავაის კუნძულებზეც ცხოვრობს.როდესაც ბავშვი სკოლაში შევიდა,ყველანი გაოცებული დარჩნენ იმითი,რომ მისი სახელი 102 ასოსასგან შედგებოდა.თუმცა,ამ ქვეყანაზე,არა მარტო გრძელი სახელებია გასაოცარი,არამედ სახელების სახელწოდებაც კი.კერძოდ: ჩიკაგოში მაცხოვრებელმა ჯექსონების ოჯახმა,თავიანთ შვილებს შემდეგი სახელები დაარქვეს: მენინგიტი,ლარინგიტი,აპენდიციტი,პერიტონიტი და ტონზილიტი.

არის მონაცემები იმის შესახებ,რომ საფრანგეთში არსებობდა ოჯახი,რომელთაც გვარად (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს) – 1792 აირჩია.საკუთარ შვილებს კი აღნიშნულმა ოჯახმა,სახელებად თვეების სახელწოდებები “უბოძა”.შესაბამისად მათი პიროვნების სახელი და გვარი გამოითქმოდა,როგორც – თებერვალი 1792. (ავტორი გენია.ჯი).

გასაოცარი სახელების დარქმევა,უცხო არც ლათინურ ამერიკაშია უცხო.ამ რეგიონში ადამიანები ატარებენ შემდეგ სახელებს: დარვინ-ლენინ ხიმენესი,მორილიო ტაჯ-მაჰალი,ჰიტლერ იუფემიო მაიორა,ელვის პრესლი გომესი და სხვა.

ლათინოამერიკულ სახელმწიფო ეკვადორშიც არ არის უცხო,ასეთივე უცნაური სახელწოდებების დარქმევა.კერძოდ: – საერთაშორისო კონფლიქტი,სუპერმყარი ცემენტი,წიწილის თათი,სპორტული კალავკადა  და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)

ისეთი კონსერვატიული ტრადიციების მატარებელი ქვეყანა როგორიც – შვედეთია,მამამ საკუთარ შვილს,იმის გამო,რომ გოოგლეს საძიებო სისტემის დიდი თაყვანისმცემელია – ოლივერ გოოგლი დაარქვა.იტალიაში კი მშობლები შვილებს,არის შემთხვევები,როდესაც მათთვის საყვარელი ცხოველების სახელებს არქმევენ,მაგალითად: დოღის ცხენი.

საქართველოშიც არ არის საკმაოდ უცნაური სახელების მოპოვება დიდ სირთულეებთან დაკავშირებული,თუმცა ამ საკითხს ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდები. (ავტორი გენია.ჯი).