ჰუგო კაპეტი – “ეპიზოდი”
კაროლინგების სამეფო დინასტიის მმართველობის დასრულების შემდგომ (987 წელი),პირველი მეფეები კაპეტინგების სამეფო დინასტიიდან,არ ფლობდნენ დიდ ძალაუფლებას.მათი ძალაუფლება ისაზღვრებოდა მხოლოდ ილ-დე-ფრანსის (პარიზის) ირგვლივ 100 კილომეტრის რადიუს ტერიტორიაზე.ეს მაშინ,როდესაც ფრანგ ვასალებსა და დიდგვაროვნებს ბევრად დიდი ტერიტორიები ჰქონდათ გამგებლობაში. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო ფრანგთა სამეფო დინასტია,მოღვაწეობის დასაწყისითვის ერთგვარად,მხოლოდ “სიმბოლური” ხასიათის მატარებელი იყო.ამის დასადასტურებლად,ალბათ,ქვემოთ მოყვანილი,ცნობილი ისტორიული ფაქტიც საკმარისი იქნება.საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაპეტინგების დინასტიის ფუძემდებელი ჰერცოგი - ჰუგო კაპეტი (940-996 წლები),ერთ დღეს პოლემიკაში შევიდა ერთ-ერთ გავლენიან ფრანგ დიდებლუთან – გრაფ პერიგორასთან.გრაფი არაფერს მოერიდა და მეფე მეტად აუგად მოიხსენია.შეურაცყოფისაგან განრისხებული ჰუგო კაპეტი სამეფო ტახტზე ავარდა და პერიგორას მრიხანედ შესძახა:
“როგორ მიბედავ ასე მელაპარაკო – მეფეს?”
რაზეც გრაფისაგან კიდევ უფრო შეურაცმყოფელი და ცინიკური პასუხი მიიღო:
” – და ვინ შეგქმნა შენ მეფედ?
“კაპეტინგების დინასტიის” აბუჩად აგდება დიდხანს არ გაგრძელებულა.ნაბიჯ-ნაბიჯ აღნიშნული დინასტიის წარმომადგენელმა მეფეებმა,ისე განიმტკიცეს მდგომარეობა,რომ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს და ძლევამოსილ სამეფო დინასტიად მოგვევლინენ.მათი შთამომავლები დღესაც კი,ევროპის რიგი ქვეყნების სამეფო ხელისუფლებას უდგანან სათავეში. (ავტორი გენია.ჯი)