“პანტანალის ჭაობი”
“პანტანალის ჭაობი” - მდებარეობს ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე,ასევე ბოლივიის ტერიტორიაზე და წარმოადგენს მდინარე პარაგვაის აუზს.იგი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობია.მისი საერთო ფართობი 150,000 კვადრატული კილომეტრია.პორტუგალიური ენიდან თარგმანით პანტალო – “ჭაობიან დაბლობს” აღნიშნავს.”პანტანალის ჭაობი” გახლავთ უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტით მდიდარი,დაცული ზონა,რომელიც იუნესკოს მიერ შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.აღნიშნული ტერიტორია ყველაზე მდიდარ ბიოლოგიურ ადგილად არის მიჩნეული დედამიწაზე.იქ ხარობს წყლის მცენარეების უამრავი სახეობა,ასევე უამრავი უნიკალური ჯიშები მცენარეებისა (მათ შორის საოცარი ევკალიპტები).”პანტანალის ჭაობის” ფაუნა კი მართლაც გასაოცარია.მის ფაუნაში ბინადრობს – რეპტილიათა 50,ფრინველთა 650,თევზის 260 და ძუძუმწოვართა 110 სახეობის ცხოველი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ეკოლოგები ამბობენ,პანტანალის ფაუნა ამაზონის ჯუნგლების ფაუნასაც კი არაფრით ჩამოუვარდება.ამავე ჭაობში ბინადრობს უამრავი ნიანგიც.”პანტანალის” ტერიტორია ნაკრძალალდ არის ქცეული.ზაფხულობით წყლის მატებასთან ერთად,ჭაობი ემსგავსება უზარმაზარ ტბა-ჭაობს,ხოლო ზამთარში კი პირიქით წყალი წდება და ჩნდება მრავალი პატარ პატარა დაჭაობებული კუნძულები.მისი უნიკალური ფლორისა და ფაუნის გამოისობით,”პანტანალის ჭაობის” ტერიტორიებს უამრავი მეცნიერი (ზოოლოგი,ეკოლოგი და ასე შემდეგ) და ბუნების მოყვარული ტურისტი სტუმრობს.შესაბამისად,შესანიშნავადაც არის განვითარებული ტურისტული მომსახურება. (ავტორი გენია.ჯი)