ჯამპატისტა ვიკო
ჯამპატისტა ვიკო - დაიბადა 1668 წლის 23 ივნისს იტალიის ულამაზეს ქალაქ ნეაპოლში,წიგნებით მოვაჭრის ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფილოსოფოსი “აღორძინების ხანისა” და ფუძემდებელი თანამედროვე ფილოსოფიის ისტორიისა.გარდა ამისა საფუძველი ჩაუყარა კულტურულ ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიას. 9 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას,კერძო მასწავლებლის სტატუსით სხვადასხვა ოჯახებში. (ავტორი გენია.ჯი) 1697 წელს კი მისმა გენიალურმა ინტელექტმა მიიპყრო იმ დროინდელი მეცნიერების დიდი ყურადღება.მალევე მიენიჭა ნეაპოლის უნივერსიტეტის რიტორიკის პროფესორის ხარისხი,სადაც განაგრძო კიდეც პედაგოგიური მოღვაწეობა.მანვე 1725 წელს შექმნა ნაშრომი – “ახალი მეცნიერების საფუძვლები,ერის ზოგადი ბუნების შესახებ”.ამ ნაშრომმა მას უდიდესი წარმატება მოუტანა მეცნიერთა წრეებში.აღსანიშნავია,რომ ამ გენიალური ნაშრომის შექმნისას ვიკოს მოუწია საოჯახო რელიქვიების გაყიდვაც კი,რათა დაეწერა და გამოეცა იგი.1730 და 1744 წლებში ამ საკითხისადმი მიძღვნილი მეორე და მესამე ნაშრომებიც გამოაქვეყნა.მანვე განახორციელა მცდელობა,გამოეყენებინა ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და დეტერმინული მიდგომა სახელმწიფო-სამართლებრივი ინსტიტუტების დანიშნულების ასახსნელად.მისი მსოფლმხედველობით,ისტორიის მიერ განვლილი ციკლი შეიცავს სამ ფაზას: საწყისი სტადია – ღვთაებრივი,ღმერთების ეპოქა (რომლის დროსაც არ არსებობდა სახელმწიფოებრიობა) და იურიდიული კანონები.კანონების როლს ასრულებდნენ მისტერიები და ორაკულთა წინასწარმეტყველება,რომლებიც გადასცემდნენ ადამიანებს ღმერთების ნებას,ვინაიდან ამ ეპოქაში სასამართლო ეფუძნებოდა ზნეობრივ ავტორიტეტს.ვიკოს აზრით,დაუშვებელია რაიმე სახის რაციონალური ახსნა-განმარტება. (ავტორი გენია.ჯი) მატერიალური მოთხოვნები,საპირისპირო მიმდევრობების ბრძოლა ამზადებს კანონებისა და სახელმწიფოს წარმოშობას.ანუ ეს იურიდიულ-საზოგადოებრივი მოვლენები იქმნება არა ინდივიდის სუბიექტური ნებით,არამედ ობიექტური აუცილებლობით.ვიკო მკაცრად და ზედმიწევნით ზუსტად აკრიტიკებდა,ბუნებით-სამართლებრივი სკოლის წმინდა ხელოვნურ დებულებებს (სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის სახელშეკრულებო კონცეფცია).ვიკო არ აკავშირებს სახელმწიფოს წარმოშობას ხელშეკრულებას.თითოეული მმართველობის ფორმას ვიკომ მოუძებნა საკუთარი საფუძველი და წარმოშობის საკუთარი მიზეზი. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიული ციკლის მეორე ფაზაზე,გმირების ეპოქაში,სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში იკვე დგას არისტოკრატია,რომელიც საკუთარ ანგარებიან სამართლის ნორმებს კარნახობს საზოგადოებას და მკაცრად თრგუნავს პლებეებს.ამ ფაზაზე სამართალი არის უხეში ძალის სამართალი. ისტორიული ციკლის მესამე ფაზა არის ადამიანთა ეპოქა,რომელსაც ახასიათებს რესპუბლიკურ-დემოკრატიული მოწყობა,ან წარმომადგენლობითი მონარქიები,როდესაც მოქმედებენ,ადამიანის ღირსების შესაბამისი უფლებები და თავისუფლებები,რომლებიც უზრუნველყოფენ სახალხო სუვერენიტეტს. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში კანონი ბრძნულად და მოქნილად ითვალისწინებს როგორც კერძო, ისე საყოველთაო ინტერესსა და თანასწორობას ამყარებს ადამიანებს შორის (იურიდიული თანასწორობა).ვიკოს სიმპათია მთლიანად „თავისუფალი სახალხო სახელმწიფოს მხარეს არის,სადაც ყველა ადამიანი ან მათი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფოს კანონიერ ძალას… და იქცევა სახალხო თავისუფლების ბატონად”.ჯამპატისტა ვიკო გარდაიცვალა 1744 წლის 21 იანვარს მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში.მისი ნაშრომები კი უდიდესი გავლენის მატარებელი შეიქნა შემდგომი თაობის დიდი ფილოსოფოსთათვის.მის გენიალურ შეხედულებებს იზიარებდნენ ისეთი ცნობილი გენიოსები,როგორებიც იყვნენ – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი,ჟიულ მიშლე,იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)