ჯონ უინსტონ ონო ლენონი – “ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი მუსიკოსი,კომპოზიტორი და ლეგენდარული ჯგუფის – “ბითლზების” ერთ-ერთი წამყვანი წევრი – ჯონ უინსტონ ონო ლენონი (1940-1980 წლები),როგორც ცნობილია მოკლული იქნა სულით დაავადებული ფანის – მარკ დევიდ ჩეპმენის მიერ 1980 წლის 8 დეკემბერს.მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ,ტელეკომპანია NBS-მ გადაწყვიტა გადაეღო ბიოგრაფიული ფილმი ლენონის შესახებ.ფილმისათვის მთავარი როლის შემსრულებელს რეჟისორი ძალიან დიდხანს ეძებდა და საბოლოოდ საუკეთესო არჩევანი შეჩერდა – მარკ ლინდსეიზე.მიუხედავად ამისა,მთავარ როლზე ის არ იქნა დამტკიცებული,ჯონ ლენონის მეუღლის – იოკო ონოსა და ოჯახის სხვა წევრების სასტიკი პროტესტის შედეგად.მიზეზი კი ამისა გახლდათ ის რომ,მარკ ლინდსეის გვარი გახლდათ ჩეპმენი.ეს კი ის გვარია,რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლენონი სიცოცხლეს გამოასალმა.მალევე,ლენონის ოჯახმა და ფილმის გადამღებმა ჯგუფმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება,რომ ფილმი აღარ გადაღებულიყო. (ავტორი გენია.ჯი)