ედვარდ გრიგი – „ეპიზოდი”
რომანტიული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ნორვეგიელი პიანისტი და კომპოზიტორი, განთქმული თავისი საფორტეპიანო კონცერტით ლა მინორში და „პერ გიუინტით” - ედვარდ გრიგი (1843-1907 წლები), ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ემზადებოდა კონცერტის გასამართად.იქ კომპოზიტორს სრულად უნდა წარმოედგინა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებები. კონცერტის ბოლო მონაკვეთში უცაბედად მაესტრომ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და ბოლო ნაწარმოები გენიალური გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებიდან შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი) მეორე დღისით ყველაზე დიდ და ცნობილ ნორვეგიულ გაზეთში დაიბეჭდა ღვარძლით აღსავსე სტატია, სადაც ცნობილმა ნორვეგიელმა მუსიკის კრიტიკოსმა (რომელიც ძალიან დიდი წარმოდგენისა იყო საკუთარ თავზე) - ედვარდ გრიგის კომპოზიციები მწვავედ გააკრიტიკა. განსაკუთრებით კი მაინც ბოლო კომპოზიცია (ბეთჰოვენის) გამოჰყო, რომელიც მან გრიგის ნაწარმოებად მიიჩნია. კრიტიკოსი წერდა:
„ეს კომპოზიცია აბსოლუტურად მიუღებელი და სასაცილოც კი გახლდათ პუბლიკისათვის. ვფიქრობ, რომ იგი თავისი კომპოზიციების შესრულებით დაგვცინოდა კიდეც”.
სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე – ედვარდ გრიგმა დაურეკა კრიტიკოსს, რა დროსაც უთხრა:
„ვფიქრობ, რომ თქვენ გაშფოთებთ ბეთჰოვენის სული. მინდა შეგატყობინოთ და გამოგიტყდეთ, რომ ნაწარმოები, რომელმაც ყველაზე დიდი კრიტიკა დაიმსახურა თქვენი, სწორედ რომ ლუდვიგის ნაწარმოები გახლდათ მხოლოდ ჩემი შესრულებით”.
P.S. აღსანიშნავია, რომ სკანდალური სტატიის ავტორმა კრიტიკოსმა ედვარდ გრიგისაგან აღნიშნული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ – ინფარქტი გადაიტანა. (ავტორი გენია.ჯი)