ბლეზ პასკალის ფილოსოფიიდან…
“ადამიანი ცთომითაა სავსე, და მისი ცთომა ბუნებრივია და წარუვალი ღვთაებრივი მადლის გარეშე.არაფერი არ უმჟღავნებს ჭეშმარიტებას,ყველაფერი ატყუებს მას.გონებასა და გრძნობას,ჭეშმარიტების წვდომის ამ ორ ძირითად წყაროს,ჯერ ერთი,გულწრფელობა აკლია და, ეგეც არ იყოს,ისინი გამუდმებით ატყუებენ ერთიმეორეს.გრძნობები ყალბი მოჩვენებითობით აცდუნებენ გონებას; სამაგიეროდ,გონებაც არ რჩება ვალში და, თავის მხრივ,აცდუნებს მათ.სულის ვნებები ამღვრევენ გრძნობებს და ყალბ შთაბეჭდილებებს ახვევენ თავზე.ისინი საოცრად ტყუიან და თავსაც ატყუებენ…” (ავტორი გენია.ჯი)