იან თადეუშ კრუშინსკი – “ქართველების შესახებ” წერდა…
“აღმოსავლეთ იბერიაში ცხოვრობს მთელს აღმოსავლეთში ყველაზე მებრძოლი ხალხი – ქართველები,რომლებიც იმავდროულად,ძალიან ეტანებიან ღვინის სმასა და ნადირობას… ქრისტიანობის მედგარი მიმდევრები არიან,მაგრამ არაერთი მათი თავადი,თავიანთი ამბიციურობიდან გამომდინარე,ისლამს იღებს… მამაკაცებისაგან განსხვავებით,ქართველი ქალები მტკიცე ქრისტიანები არიან და არასდროს ხდებიან მაჰმადიანები,იმ დროს,როცა თვით მეფეებიც კი იღებენ ისლამს.ქართველები გამოირჩევიან უდიდესი ნიჭით სამხედრო სფეროში,ფიზიკური წრთობითა და ხასიათის სიმტკიცით. (ავტორი გენია.ჯი) იმავდროულად,ისინი ცუდი მეურნეები და არა მხოლოდ სრულიად არ ეხერხებათ ვაჭრობა,არამედ მას დიდი ზიზღით უყურებენ… თავიანთი ახლობლებისადმი გულითად მზრუნველობას იჩენენ… განსხვავებით აზიელი არისტოკრატიისაგან,რომელიც ქალაქად ცხოვრებას ეტანება,ქართველ ფეოდალთა უმეტესობა ცხოვრობს მამაპაპეულ სოფლებში,რათა მათი საბრძოლო შემართება არ წახდეს ქალაქური ფუფუნებით.ქართველი ყველაზე დიდ სიმდიდრედ მიიჩნევს ჯიშიან ბედაურს,მწევარს,შევარდენსა და კარგ საბრძოლო იარაღს.ისინი მცირედიდაც კმაყოფილდებიან,ხანგრძლივად ინახავენ მარხვას და გაჭირვებასაც იოლად იტანენ… ყოველივე ამას რომ ერთვოდეს განათლება,მაშინ ქართველები მსოფლიოს მოწინავე ერების გვერდით დადგებოდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)